კილვა (კუნძული)
მშობ. სახელი: ინგლ. Kilwa Island | |
---|---|
კილვის კუნძული მვერუს ტბაში | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | მვერუს ტბა |
კოორდინატები | 09°16′30″ ს. გ. 28°26′30″ ა. გ. / 9.27500° ს. გ. 28.44167° ა. გ. |
ფართობი | 25 კმ² |
სიგრძე | 12,8 კმ |
სიგანე | 7,76 კმ |
ზამბია | |
პროვინცია | ლუაპულის პროვინცია |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 800 ად. (2012) |
სიმჭიდროვე | 32,00 ად. /კმ² |
კილვა (ინგლ. Kilwa Island) — დიდი კუნძული მვერუს ტბაში. შედის ზამბიის შემადგენლობაში. მისი ფართობია დაახლოებით — 25 კმ². 2012 წელს კუნძულზე ცხოვრობდა 800 ადამიანზე მეტი, უპირატესად კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან დევნილები.
კილვის კუნძული მდებარეობს მვერუს ტბის სამხრეთ-დასავლეთით, 4,65 კმ-ში დასავლეთ სანაპიროდან, რომელიც უკვე შედის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში. კუნძულ კილვიდან 6,2 კმ-ში მდებარეობს იმავე დასახელების კონგოს დასახლებული პუნქტი. მანძილი ზამბიის დედაქალაქ ლუსაკამდე — დაახლოებით 676 კმ-ია. კუნძულის მაქსიმალური სიგანეა — 7,76 კმ. სიგრძე — 12,8 კმ.
XIX საუკუნეში კუნძულზე ჩერდებოდნენ სუაჰილის ხალხის ვაჭრები, რომლებმაც, როგორც ვარაუდობენ, მისცეს კუნძულს დასახელება ინდოეთის ოკეანეში მდებარე იმავე დასახელების კუნძულის პატივსაცემად. დღეისათვის კილვის კუნძულზე მდებარეობს ზამბიის სასაზღვრო პოსტი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან დევნილების დასახლება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Kilwa Island: Zambia
- DRC rebels kill Chienge headman დაარქივებული 2014-07-14 საიტზე Wayback Machine.
- ZAMBIA: Housing the DRC refugees
- Starving Kilwa Island receives food დაარქივებული 2014-07-14 საიტზე Wayback Machine.