კატრი ლიფსონი
იერსახე
კატრი ლიფსონი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1965[1] |
დაბადების ადგილი | ჰელსინკი |
საქმიანობა | რომანისტი და ექიმი |
მოქალაქეობა | ფინეთი |
ალმა-მატერი | უფსალის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | ევროკავშირის ლიტერატურული პრემია[2] |
კატრი ლიფსონი (დ. 1965, ჰელსინკი) — ფინელი მწერალი და ექიმი. 1993 წელს დაამთავრა უფსალის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. მუშაობდა ექიმად ფინეთში, შვედეთსა და კენიაში. 2008 წელს გამოაქვეყნა სადებიუტო რომანი „კოსმონაუტი“, რომელმაც Helsingin Sanomat-ის პრემია მოიპოვა. ავტორმა მეორე რომანისთვის „მენაყინე ქალი“ (2012) ევროკავშირის ლიტერატურული პრემია მიიღო. წიგნის სიუჟეტი მოგვითხრობს ფილმის გადაღების პროცესზე, რომელიც სცენარის გარეშე მიმდინარეობს, მოქმედება კი ყოფილ ჩეხოსლოვაკიაში ვითარდება. რომანი ჩეხეთში 2014 წელს გამოქვეყნდა.[3] ლიფსონის მომდევნო რომანებია: „დეტროიტი“ (2016) და „მარიენბადი“ (2019).
მწერალი ფინეთის ქალაქ ვანტააში ცხოვრობს.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ NUKAT — 2002.
- ↑ https://web.archive.org/web/20191120141954/https://www.euprizeliterature.eu/sites/default/files/EUPL_2013_Finland_Katri_Lipson.pdf
- ↑ Zmrzlinář - kniha - Nakladatelství Argo. argo.cz. ციტირების თარიღი: 2014-04-04.
- ↑ Profile Katri Lipson EU Prize for Literature. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-07. ციტირების თარიღი: 2022-03-19.