შინაარსზე გადასვლა

იური ლუჟკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იური ლუჟკოვი

იური ლუჟკოვი (რუს. Ю́рий Миха́йлович Лужко́в; დ. 21 სექტემბერი, 1936, მოსკოვი, რსფსრ, სსრკ — გ. 10 დეკემბერი, 2019, მიუნხენი, გერმანია[1]) — საბჭოთა და რუსი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, მოსკოვის მერი 18 წლის განმავლობაში (1992-2010) წლებში, გაათავისუფლეს თანამდებობიდან „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ნდობის დაკარგვის“ საბაბით. 1990-1991 წლებში, მოსკოვის მერად გავრიილ პოპოვის არჩევამე, ედგა ქალაქს სათავეში როგორც მოსკოვის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე. აგრეთვე იყო პარტია ერთიანი რუსეთის უმაღლესი საბჭოს თანათავმჯდომარე; საბჭო დატოვა მერის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ. ორდენის „სამშობლოს წინაშე დამსახურებებისთვის“ სრული კავალერი.

1992 წლის 6 ივნისს მოსკოვის მერმა, გავრიილ პოპოვმა დატოვა თანამდებოდა მოსახლეობის პროდუქტებით მომარაგების არასტაბილურობის გამო; ზოგიერთი პროდუქტის გაცემა ტალონების სისტემითაც კი ხდებოდა.[2] ამის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ბორის ელცინის ბრძანებით, ლუჟკოვი მოსკოვის მერად დაინიშნა.[3] ამ დროს, ლუჟკოვი ათავსებდა მერის და მოსკოვის მთავრობის პრემიერის თანამდებოებს. მოსკოვის საბჭო წარუმატებლად ცდილობდა თანამდებობების შეთავსების კანონიერება გაესაჩივრებინა. მოსკოვის მერად ლუჟკოვი სამჯერ აირჩიეს (1996 წელს მან მიიღო ხმების 87,5%, 1999 წელს 69,89%,[4] ხოლო 2003 წელს 74,81%;[5] პირველ ორ არჩევნებში ლუჟკოვის ვიცე-მერად აირჩიეს ვალერი შანცევი, შემდეგ ეს თანამდებობა არჩევითი აღარ იყო).

1993 წლის კონსტიტუციური კრიზისის დროს მხარი დაუჭირა ბორის ელცინს. უზენაესი საბჭოს და სახალხო დეპუტატთა ყრილობის დეპუტატებზე ზეწოლის მოსახდენად, ლუჟკოვმა გასცა ბრძანება, უზენაესი საბჭოს შენობაში შუქი და ცხელი წყალი გამოერთოთ, ხოლო ახლომდებარე რაიონებში — სატელეფონო კავშირი. 1993 წლის 24 სექტემბერს, უზენაესი საბჭოს მიერ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აღიარებულმა ალექსანდრე რუცკოიმ გამოსცა ბრძანება ლუჟკოვის მოსკოვის მერის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ. ბრძანებას არანაირი პრაქტიკული შედეგი არ ჰქონია — ლუჟკოვი მოსკოვის მერობას 1996 წლამდე აგრძელებდა, სანამ იგი კვლავ არ აირჩიეს ამ პოსტზე.

1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო ბორის ელცინის აქტიური მხარდამჭერი, თუმცა, მისი მეორე ვადის დასასრულისთვის პრეზიდენტის ოპოზიციაში გადავიდა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ევგენი პრიმაკოვთან ერთად სათავეში ედგა დუმის არჩევნებში მონაწილე პარტიას „სამშობლო — მთელი რუსეთი“.

მერის თანამდებობიდან გადაყენება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის სექტემბერში ცენტრალურ ფედერალურ ტელეარხებზე გამოვიდა რამდენიმე დოკუმენტური ფილმი, სადაც მკაცრად იყო გაკრიტიკებული ლუჟკოვის მოღვაწეობა: ჯერ „Дело в кепке“ არხ „НТВ“-ზე, შემდეგ „Беспредел. Москва, которую мы потеряли“ „Россия-24“-ზე. 2010 წლის 27 სექტემბერს იური ლუჯკოვმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, სერგეი ნარიშკინს გადასცა წერილი პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევისთვის,[6] სადაც გამოხატული მისი უკმაყოფილება პრეზიდენტის უმოქმედობით ტელეარხებზე გამოსული ფილმების მიმართებაში.

2010 წლის 28 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მოაწერა ხელი ბრძანებას „მოსკოვის მერის უფლებამოსილებების დროზე ადრე შეწყვეტის“ შესახებ, რომლის თანახმადაც ლუჟკოვი გაათავისუფლეს მერის პოსტიდან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ნდობის დაკარგვის საბაბით.[7] მედვედევმა ასეთი ფორმულირება პირველად გამოიყენა. იქამდე, ამ მიზეზით რუსეთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაათავისუფლა კორიაკსკის ავტონომიური ოლქის გუბერნატორი 2005 წლის მარტში,[8] ნენეცკის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსეი ბარინოვი 2006 წლის ივლისში[9] და ამურის ოლქის გუბერნატორი ლეონიდ კოროტკოვი 2007 წლის მაისში.[10]

მოსკოვის მერობის შემდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის 1 ოქტომბერს ლუჟკოვი დაინიშნა მოსკოვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დიდი ქალაქების მართვის ფაკულტეტის დეკანად.[11] დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა სასწავლებლის პრეზიდენტმა და მერის თანამდებობაზე ლუჟკოვის წინამორბედმა, გავრიილ პოპოვმა.[12] დიდი ქალაქების მართვის ფაკულტეტი შეიქმნა 2002 წელს, ლუჟკოვის ინიციატივით, იმავე წელს იგი გახდა ფაკულტეტის სამეცნიერო ხელმძღვანელი და სასწავლების საპატიო პროფესორი.[12] იმავე დღეს, ლუჟკოვმა ოფიციალურად დატოვა მერის თანამდებობა და მიატოვა თავისი სამუშაო ადგილი.[13]

2011 წლის 17 იანვარს ლატვიის მთავრობამ დაადასტურა, რომ 2010 წლის ბოლოში ლუჟკოვი ითხოვდა ლატვიაში ცხოვრების უფლების მიღებას; ამის საბაბად იგი მიიჩნევდა თავის 200,000 დოლარის ინვესტიციას ერთ-ერთ ლატვიურ ბანკში.[14] ამის შემდეგ, გავრცელდა შეტყობინება, რომ უშიშროების ორგანოების ინფორმაციით, ლუჟკოვი შეიყვანეს ლატვიისთვის არასასურველი ადამიანების სიაში.[15] 18 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლინდა მურნიეცემ განაცხადა, რომ ლუჟკოვი სიაში შეიყვანა იმიტომ, რომ „მას არ უყვარს ეს ქვეყანა და აქვს მტრული დამოკიდებულება ლატვიის მიმართ“.[16]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


  1. მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი გარდაიცვალა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-17. ციტირების თარიღი: 2019-12-10.
  2. ПОПОВ Гавриил Харитонович, мэр Москвы (июнь 1991 — июнь 1992) Официальный сервер Правительства Москвы
  3. Указ Президента Российской Федерации от 6 июня 1992 года № 565 «О Ю. М. Лужкове». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-07. ციტირების თარიღი: 2018-11-12.
  4. Мосгоризбирком утвердил результаты выборов мэра Москвы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-10. ციტირების თარიღი: 2018-11-12.
  5. Лужков стал мэром Москвы в четвёртый раз. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-10. ციტირების თარიღი: 2018-11-12.
  6. Юрий Лужков — Президенту Российской Федерации Дмитрию Медведеву. Эхо Москвы (28 сентября 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 2010-09-29.
  7. Указ о досрочном прекращении полномочий мэра Москвы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-09. ციტირების თარიღი: 2013-06-08.
  8. Владимир Путин отстранил от должности губернатора Корякского автономного округа Владимира Логинова. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-04. ციტირების თარიღი: 2010-10-11.
  9. Владимир Путин своим указом отстранил от должности главу администрации Ненецкого автономного округа Алексея Баринова. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-03. ციტირების თარიღი: 2010-10-11.
  10. Указ Президента от 10 мая 2007 года об отрешении Короткова Леонида Викторовича от должности губернатора Амурской области в связи с утратой доверия Президента.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-03. ციტირების თარიღი: 2010-10-11.
  11. Юрий Лужков приступил к новой работе. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-04. ციტირების თარიღი: 2010-10-05.
  12. 12.0 12.1 [1]: Авторадио დაარქივებული 2012-01-11 საიტზე Wayback Machine.
  13. Эхо Москвы :: Новости / Юрий Лужков сдал должностной знак мэра Москвы, выполненный из серебра с позолотой и полудрагоценными камнями
  14. Эхо Москвы. Власти Латвии официально подтвердили, что бывший мэр Москвы Юрий Лужков незадолго до Нового года подал прошение на получение вида на жительство в Латвии. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-04. ციტირების თარიღი: 2011-01-17.
  15. Интерфакс. Лужков включён в список нежелательных для Латвии лиц. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-02. ციტირების თარიღი: 2011-01-18.
  16. Mūrniece: Lužkovs nedrīkst iebraukt Latvijā, jo viņš nemīl šo valsti. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-31. ციტირების თარიღი: 2011-09-06.