შინაარსზე გადასვლა

იური ვორონოი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იური ვორონოი
მშობლიური სახელი უკრ. Юрій Юрійович Вороний
დაბადების თარიღი 9 (2) აგვისტო 1895
ჟურავკა, პოლტავის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 13 მაისი 196 (65 წლის)
კიევი, უსსრ, სსრკ
ეთნიკურად {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
უკრაინის სახალხო რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ალმა-მატერი კიევის უნივერსიტეტი
საქმიანობა ქირურგი, ტრანსპლანტოლოგი

იური  ვორონოი (დ. 9 აგვისტო , 1895, ჟურავკა— გ. 13 მაისი, 1961, კიევი) —  უკრაინელი  ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1954). [1]

იური ვორონოის მამა გახლდათ ცნობილი მეცნიერი, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი გ.ვორონოი, ხოლო დედა —  დიდგვაროვანი ოჯახის წარმომადგენელი— ო. კრიცკაია.

1913 წელს დაამთავრა პრილუკის გიმნაზია და ჩაირიცხა წმინდა ვლადიმირის სახ. კიევის უნივერსიტეტის  სამედიცინო ფაკულტეტზე. პირველი მსოფლიო ომის დროს, როგორც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, მუშაობდა ომში ავადმყოფთა და დაჭრილთა დახმარების სამხრეთ-დასავლეთის რეგიონალური ზემსტვოს კომიტეტში. 1917 წელს იგი ნებაყოფლობით შეუერთდა ცენტრალური რადას ჯარების რაზმს. 1918 წლის 16 იანვარს მონაწილეობა მიიღო კრუტის მახლობლად გამართულ ბრძოლაში.

1921 წელს დაამთავრა კიევის სამედიცინო ინსტიტუტი და ჩაირიცხა ქირურგიის განყოფილების სტიპენდიანტად, რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფ. ე. ჩერნიახოვსკი, მისი პირველი მასწავლებელი. 1923 წლის ოქტომბრიდან 1926 წლის სექტემბრამდე იყო ამ განყოფილების სტაჟიორი და ასპირანტი. სკოლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტის ასისტენტად.

1931-1934 წლებში. მუშაობდა ხერსონის საავადმყოფოს მთავარ ექიმად, ხერსონის ინდუსტრიული სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორად და  ქირურგიის პროფესორად, შემდეგ — უფროს მეცნიერ თანამშრომლად სრულიად უკრაინის გადაუდებელი ქირურგიისა და სისხლის გადასხმის ინსტიტუტში. ხსენებულ ინსტიტუტს  იმ წლებში ხელმძღვანელობდა ცნობილი ქირურგი. ვ.შამოვი, რომელიც გახდა ი.ვორონოის მასწავლებელი.

1935 წლის დეკემბერში კიევის სამედიცინო ინსტიტუტის განკარგულებით მიენიჭა მედიცინის  მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი დისერტაციის დაცვის გარეშე.

1936-1941 წლებში იური ვორონოი გახლდათ ხარკოვის სტომატოლოგიური ინსტიტუტის ქირურგიის განყოფილების გამგე. ომის დროს ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა და საზღვარგარეთ გადაასახლეს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ვორონოის აეკრძალა ხარკოვში პედაგოგიური მოღვაწეობა ქირურგიაში, ამიტომ იგი გადავიდა ჟიტომირში, სადაც 1944 წლიდან 1950 წლამდე მუშაობდა უროლოგად ქალაქსა და რეგიონალურ საავადმყოფოებში.

1950 წლიდან ცხოვრობდა კიევში, ხელმძღვანელობდა ექსპერიმენტული ბიოლოგიისა და პათოლოგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტული ქირურგიის განყოფილებას (1950-1953) და კიევის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ინსტიტუტის იმავე განყოფილებას (1953-1960).

პიონერული მოღვაწეობა ტრანსპლანტოლოგიაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვორონოი ტრანსპლანტაციის საკითხებით დაინტერესდა ჯერ კიდევ 1920-იან წლებში, როდესაც გახლდათ პროფ. ჩერნიახოვსკის ასისტენტი და მონაწილეობდა  თირკმლის ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებში.

პროფ. შამოვის ხელმძღვანელობით დაეუფლა რთული ოპერაციების თანამედროვე მეთოდებს და 1927 წლიდან ჩაატარა ექსპერიმენტული ოპერაციები. შეისწავლა იმუნიტეტი ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვისას.

1930 წლის 28 მაისს ხარკოვში ფიზიოლოგთა გაერთიანებილ კონგრესზე პირველად მოახდინა ძაღლზე თირკმლის გადანერგვის დემონსტრირება.[2]

1933 წლის 3 აპრილს, ხარკოვში, პირველად მსოფლიოში, ადამიანს გადაუნერგა გვამური თირკმელი. მან უარი თქვა ცოცხალი ადამიანისგან ორგანოს აღების იდეაზე და მიიჩნია, რომ „შეუძლებელია ჯანმრთელ ადამიანს მიაყენო  ზიანი გადანერგვისთვის აუცილებელი ორგანოს ამოკვეთით, რათა პრობლემური პაციენტი  გადაარჩინო“.[3][4]

ვორონოის მიერ 1934 წელს იტალიურ ჟურნალ Vinerva Chirurgisa--ში გამოქვეყნებულ მოხსენებაში  აღინიშნა, რომ თირკმელი სისხლის მიმოქცევაში ჩაერთო და დაიწყო დამოუკიდებლად ფუნქციონირება.[5][6]

იური ვორონოი გარდაიცვალა 1961 წლის 13 მაისს გულის შეტევით. დაკრძალულია კიევში, ბაიკოვის სასაფლაოზე.

  • Верстюк В., Осташко Т. Діячі Української Центральної Ради. — HAH України, К.: 1998, с. 206—209. (უკრ.)
  • Пиріг Л. А., Перцева Ж. М. Юрій Юрійович Вороний / Енциклопедія сучасної України, Т.4, 2005. (უკრ.)
  • D.N.H.Hamilton and W.A.Reid, «Yu.Yu.Voronoy and the First Human Kidney Allograft» Surgery, Gynecology & Obstetrics 159, no. 3 [September 1984]: 289-94
  • Tatyana I. Ulyankina, "Origin and Development of Immunology in Russia, " Cellular Immunology 126, no. 1 (March 1990): 227-32
  • David Hamilton. A History of Organ Transplantation: Ancient Legends to Modern Practice. University of Pittsburgh Pre, 2012—576
  1. Історія медицини. Видатні постаті. Юрій Вороний / Здоров'я України (უკრ.)
  2. Matevossian E., Snopok I., Nährig J., Sinicina I., Doll D Исторические факты о первой в мире клинической постмортальной эксплантации и последующей аллогенной гетеротопной трансплантации донорской почки: легендарные страницы жизни выдающегося хирурга Ю. Вороного // Новости хирургии. — 2014. — Вип. 2 (რუს.)
  3. 80 лет назад, 3 апреля 1933 года, украинский хирург Юрий Вороной провел первую в мире операцию по пересадке почки // Факты. № 56 (3795). 29 марта 2013. с. 31.(რუს.)
  4. Matevossian, Edouard; Kern, Hans; Hüser, Norbert; Doll, Dietrich; Snopok, Yurii; Nährig, Jörg; Altomonte, Jennifer; Sinicina, Inga; Friess, Helmut; Thorban, Stefan (2009). Surgeon Yurii Voronoy (1895-1961) - a pioneer in the history of clinical transplantation: in Memoriam at the 75th Anniversary of the First Human Kidney Transplantation. Transplant International 22 (12): 1132–1139. ISSN 09340874. doi:10.1111/j.1432-2277.2009.00986.
  5. Кляп С. И. Ю. Ю. Вороной и его роль в становлении трансплантологии почки (რუს.)
  6. The first publication of the first human kidney transplantation in Spanish journal El Siglo Medico (title page, 1936)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იური_ვორონოი“-დან