შინაარსზე გადასვლა

ისმაილ ბეი გუთგაშინლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისმაილ ბეი გუთგაშინლი
აზერ. İsmayıl bəy Sultan Nəsrullah oğlu Qutqaşınlı
ეროვნება რუსეთის იმპერია
დაბადების თარიღი 1806(1806)
დაბადების ადგილი შექის სახანო
გარდაცვალების თარიღი 14 (26) აგვისტო 1861
გარდაცვალების ადგილი შემახა, შემახას მაზრა, ბაქოს გუბერნია
ჯარის სახეობა სამხედრო კავალერია
წოდება გენერალ-მაიორი
ბრძოლები/ომები კავკასიის ომი, რუსეთ-სპარსეთის ომი და რუსეთ-ოსმალეთის ომი
ჯილდოები წმინდა ანას მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი, ოქროს ხმალი მამაცობისათვის, წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი, Order of Saint Anna, 2nd class with crown, Order of Saint Anne 3rd class with wreath, ლომისა და მზის ორდენის კომანდორი, წმინდა ვლადიმერის ორდენი, წმინდა ანას ორდენი და წმინდა სტანისლავის ორდენი

ისმაილ ბეი გუთგაშინლი (აზერ. İsmayıl bəy Sultan Nəsrullah oğlu Qutqaşınlı; დ. 1806 — გ. 26 აგვისტო [ძვ. სტ. 14 აგვისტო], 1861) — აზერბაიჯანელი მწერალი[1] და რუსი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის ჯარის გენერალ-მაიორი, წმინდა გიორგის ორდენის პირველი აზერბაიჯანელი კავალერი. 1826 წლის 3 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო შამქორთან სპარსელების დამარცხებაში, 13 სექტემბერს ელიზავეტპოლის ბრძოლაში. 1827 წლის 28 იანვარს ბრძოლაში გამორჩევისათვის მიენიჭა პოდპორუდჩიკის წოდება. 1827 წლის ივლისში მონაწილეობას იღებდა აბას-აბადისა და სარდარ-აბადის ციხეების აღებაში. 1827 წლის 24 სექტემბრიდან იმავე წლის 1 ოქტომბრამდე მონაწილეობდა ერივანის აღებაში. 1827 წელს სპარსეთის ომისათვის დაჯილდოვებულ იქნა წმინდა ანას მე-4 ხარისხის ორდენით წარწერით „მამაცობისათვის“ 1828 წლის 25 იანვარს. 1829 წლის 20 ნოემბერს დაინიშნა გენერალ ნიკიტა პანკრატიევის ადიუტანტად. 1831 წლის 6 იანვარს პარუჩიკი გუთგაშინლი გადაყვანილი იყო ლეიბ-გვარდიის პავლოვსკის პოლკში.

სამხედრო სამსახურიდან გამომდინარე გუთგაშინლი გარკვეული ხანი ცხოვრობდა ვარშავაში, სადაც ფრანგულ ენაზე დაწერა მოთხრობა „რაშიდ ბეგი და საადათ ხანუმი“. აზერბაიჯანული ფოლკლორისა და რუსული სენტიმენტალიზმის გავლენით გუთგაშინლიმ დაწერა პირველი აზერბაიჯანული მხატვრული ნაწარმოები ევროპულ სტილში სიყვარულის თემასთან დაკავშირებით. ამ ნოველის გმირი ახალგაზრდა კაცი გამოთქვამს ავტორის განმანათლებლურ და დემოკრატიულ აზრებს. იგი აკრიტიკებს ქალთა უთანასწორობას, უმღერის ურთიერთსიყვარულს.

ისმაილ ბეი გუთგაშინლის ფართო ხედვებზე მოწმობს ასევე მისი მეორე ნაწარმოები „საფარ-ნამე“ („მოგზაურობის წიგნი“) - სამოგზაურო ჩანაწერები, რომლებიც მან შექმნა მექაში 1852 წელს მოგზაურობის დროს. ასევე ცნობილია მისი ლირიკული ლექსები და ჩანაწერები.

  1. Куткаше́нский, Исмаил-бек. Краткая литературная энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-12. ციტირების თარიღი: 2018-08-18.