სამხედრო კავალერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანგი კავალერისტები ფრიდლანდის ბრძოლაში

კავალერიაცხენით მებრძოლი მეომრებისგან ან ჯარისკაცებისაგან შემდგარი დივიზია. ისტორიის თანახმად სამხედრო კავალერია სიძველით მესამე სამხედრო ძალა (ქვეითებისა და მეეტლეების შემდეგ) და ყველაზე მობილური საბრძოლო იარაღი იყო. კავალერიაში მებრძოლი ჯარისკაცი ცნობილია როგორც კავალერისტი, მხედარი ან ცხენოსანი.

კავალერიის წოდება როგორც წესი ყველა იმ სამხედრო ძალას არ ენიჭებოდა რომლებშიც ცხოველები მონაწილეობდნენ, მაგ. აქლემებზე ამხედრებულ მეომრებრს კავლერისტები არ ეწოდებოდათ. მერბრძოლები, რომლებიც ცხენით გადაადგილდებოდნენ, მაგრამ ბრძოლისას ჩამოქვეითებულები იბრძოდნენ, ჯერ კიდევ XVII და XVIII საუკუნეებიდან არიან ცნობილნი და მათ დრაგუნებს (ინგლ: Dragoons) უწოდებდნენ, მოგვიანებით ისინი სამხედრო კავალერიად გადაიქცნენ. უძველესი დროიდან კავალერისტებს გააჩნდათ უპირატესობა, რისი მიზეზიც მათი მობილურობა იყო.[1]

კავალერისტი ასევე ქვეითთან შედარებით ფლობდა სიმაღლეს, ის უფრო მაღალი იყო რადგან ცხენზე იყო ამხედრებული და ქვეითთან შედარებით კავალერისტი უფრო სწრაფად გადაადგილდებოდა, ასევე კავალერისტი როგორც ცხენზე ამხედრებული მეომარი ფსიქოლოგიურ ეფექტსაც ახდენდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ავტორი: ნიკოლას როდგერი. წიგნი: The Safeguard of the Sea: A Naval History of Britain 660–1649. გვერდი:4. წელი:1999. ISBN 0-393-04579-X

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]