შინაარსზე გადასვლა

ისარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისარა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Sagittaria

ისარა (ლათ. Sagittaria) — მცენარეთა გვარი წყლის მრავალძარღვასებრთა ოჯახისა. წყლის ან ჭაობის მრავალწლოვანი ბალახებია, აქვთ სამგვარი ფოთოლი: წყალში ჩაყურსული, მოტივტივე და საჰაერო. ერთსახლიანი ან ორსახლიანი მცენარეებია.

ცნობილია 20-მდე სახეობა. უმრავლესობა გავრცელებულია ამერიკის ზომიერ და ტროპიკულ სარტყელში (მხოლოდ 3—4 სახეობაა ევრაზიაში). საქართველოში გვხვდება 3 სახეობა. მათგან ერთი — ლათ. Sagittaria platyphylla — გზადმოყოლილია ჩრდილოეთ ამერიკიდან.

ისარა იზრდება ჭაობებში, წყალსატევების ნაპირებზე, სარეველად — ბრინჯის ნათესებში. ხშირად დიდ ფართობზე ქმნის შალდამებს. ზოგ სახეობას შემოდგომაზე უვითარდება სახამებლით მდიდარი გორგლები, რომლებიც იჭმება. ისარა წყლის ფრინველების საკვებია. ზოგი სახეობა დეკორატიულია.