იოანე (ჯორჯაძე)
იერსახე
იოანე (გვარად ჯორჯაძე) (გ. 1763) — ქართველი სასულიერო მოღვაწე, მწიგნობარი, დავითგარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი 1736—1763, ნეკრესელი (ნეკრესის მიტროპოლიტი) 1740—1751, ბოდბელი (ბოდბის ეპისკოპოსი) 1751-1763. მღვდელმთავრობის დროს დავითგარეჯის მონასტერში ცხოვრობდა. 1751 ბოდბეში გადავიდა. მონაწილეობდა ერეკლე II-ის მიერ თბილისში გამართული საეკლესიო კრების (1748) მუშაობაში, რომელმაც მიიღო კანონები მღვდელმსახურებისა და სარწმუნოების ნორმების დაცვის შესახებ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 187.