იენს იანსე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იენს იანსე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
იენს იანსე
დაბადების
თარიღი
1 ივლისი, 1986 (1986-07-01) (37 წლის)
დაბადების
ადგილი
ვენლო, ნიდერლანდები
სიმაღლე 186 სმ
სათამაშო
პოზიცია
მარჯვენა მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
თავისუფალი აგენტი
ახალგაზრდული კარიერა
მვც '19
ვვვ-ვენლო
PSV
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2005–2010 ვილემ II 103 (1)
2010–2013 ნაკ ბრედა 59 (0)
2013–2014 კორდობა 11 (0)
2014 დინამო თბ. 3 (0)
ეროვნული ნაკრები
2004–2005 ნიდერლანდები 19 12 (0)
2005–2007 ნიდერლანდები 21 21 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

იენს იანსე (ნიდერლ. Jens Janse; დ.1 ივლისი, 1986) — ჰოლანდიელი ფეხბურთელი, თამაშობს მარჯვენა მცველის პოზიციაზე. 2014 წელს იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იანსემ კარიერა დაიწყო კლუბ „მვც '19“-ის მოყვარულთა გუნდში, ქალაქ მასბრეში, სადაც გაიზარდა. წლების შემდეგ თამაში დაიწყო „ვვვ-ვენლოს“ ახალგაზრდულ გუნდში, რომელიც უდიდესი კლუბი იყო ქალაქში, რომელშიც იგი დაიბადა. მალე გადავიდა „PSV“ ეინდჰოვენში. „PSV“-ს ახალგაზრდულ გუნდში იგი თამაშობდა მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე, მაგრამ ნიჭიერი და გამოცდილი მწვრთნელის, რიკარდო მონისის რჩევის შემდეგ თამაში დაიწყო მარჯვენა მცველის პოზიციაზე. მარჯვენა მცველის პოზიციაზე კარგი თამაშის შემდეგ „PSV“-ს სურდა შეეთავაზებინა პირველი გუნდის კონტრაქტი, მაგრამ იმის გამო, რომ პირველ გუნდში ირიცხებოდნენ კასპერ ბიოგელუნი, მაიკლ ლამეი, ანდრე იოერი და მიხაელ რეიზიგერი, მას ურჩიეს რომ წასულიყო სხვა გუნდში. მისით დაინტერესდა „ვილემ II“ და იანსემ გადაწყვიტა კარიერა გაეგრძელებინა ტილბურგში.

ვილემ II[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ვილემ II“-ის პირველ გუნდში სათამაშოდ იანსე შეირჩა 2005–06 წლების სეზონის დასაწყისში. მისი დებიუტი შედგა 2006 წლის 11 იანვარს, კეს ზვამბორნის მწვრთნელობის პერიოდში, მატჩში „ჰერაკლესის“ წინააღმდეგ. მატჩი „ვილემმა“ 2–1 დათმო. იანსე გამოირჩა საგოლე პასით და მიღებული ყვითელი ბარათით.[1] იმ სეზონში კიდევ 8 მატჩი ჩაატარა.

მიუხედავად ერედივიზიაში „ვილემ II“-თან ერთად კარგი დასაწყისისა, მას დიდი პერიოდი გაუცდა სანამ ფორმას აღიდგენდა. თუმცა 2006–07 წლების სეზონი იანსესთვის აღმავლობის წელი გამოდგა. როდესაც მისმა მთავარმა კონკურენტმა, ნუელსონ ვაუმ ტავმა მიიღო, იანსესთვის გზა გაიხსნა შესანიშნავი სეზონისთვის. ხშირად იგი ერთადერთი ნათელი წერტილი იყო არეულ კლუბში. იმის გამო, რომ იანსე გუნდს კარგად მოერგო, მისმა კონკურენტმა ვაუმ საბოლოოდ საფეხბურთო კლუბ „როდასთან“ გააფორმა კონტრაქტი.[2]

2009 წლის 24 იანვარს იანსემ გაიტანა მისი პირველი გოლი ლიგაში, გასვლით მატჩში „ფეიენორდის“ წინააღმდეგ (1–1).

ბრედა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის 8 აპრილს იანსემ კონტრაქტი გააფორმა „ვილემ II“-ის კონკურენტ კლუბ „ბრედასთან“, გუნდს შეუერთდა 2009-10 წლების სეზონის დამთავრების შემდეგ.[3][4]

კორდობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის 7 ივლისს კონტრაქტი გააფორმა „კორდობასთან“, რომელიც ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში ასპარეზობს, კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა 2014 წლის იანვარში.

დინამო თბილისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის 15 თებერვალს იანსემ გააფორმა კონტრაქტი თბილისის „დინამოსთან“.[5] იგი წარადგინეს 17 თებერვალს, დიღმის ბაზაზე ოთარ მარცვალაძესთან ერთად.[6] 2013-2014 წლების სეზონში უმაღლეს ლიგაში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა, ხოლო თასზე 1, გოლის გატანა ვერ შეძლო. სეზონის დასრულების შემდეგ იანსემ ორ ლეგიონერთან, დორინ გოგასთან და დარკო გლიშიჩთან ერთად „დინამო“ დატოვა.[7]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტატისტიკა დინამოში გადასვლამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი კლუბი ქვეყანა ჩემპიონატი თამაში გოლი
2005/06 ვილიემ II ნიდერლანდების დროშა ჰოლანდია ერედივიზია 9 0
2006/07 ვილიემ II ნიდერლანდების დროშა ჰოლანდია ერედივიზია 16 0
2007/08 ვილიემ II ნიდერლანდების დროშა ჰოლანდია ერედივიზია 32 0
2008/09 ვილიემ II ნიდერლანდების დროშა ჰოლანდია ერედივიზია 27 1
2009/10 ვილიემ II ნიდერლანდების დროშა ჰოლანდია ერედივიზია 18 0
2010/11 ბრედა ნიდერლანდების დროშა ჰოლანდია ერედივიზია 18 0
2011/12 ბრედა ნიდერლანდების დროშა ჰოლანდია ერედივიზია 16 0
2012/13 ბრედა ნიდერლანდების დროშა ჰოლანდია ერედივიზია 24 0
2013/14 კორდობა ესპანეთის დროშა ესპანეთი სეგუნდა დივიზიონი 11 0
ჯამში 171 1

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Willem II – Heracles Almelo (11-01-2006) დაარქივებული 07-10-2012 საიტზე Wayback Machine. (ნიდერლანდური)
  2. Feyenoord – Willem II (24-01-2009) დაარქივებული 07-10-2012 საიტზე Wayback Machine. (ნიდერლანდური)
  3. Janse over van rivaal Willem II დაარქივებული 2012-09-14 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links (ნიდერლანდური)
  4. Official: NAC Sign Willem II Defender Jens Janse
  5. დინამო ჰოლანდიელ მცველს დაიმატებს, „დინამოს“ ოფიციალური საიტი, 14 თებერვალი, 2014.
  6. ახალწვეულების წარდგენა დიღმის ბაზაზე, „დინამოს“ ოფიციალური საიტი, 17 თებერვალი, 2014.
  7. დინამო თბილისი სამმა ლეგიონერმა დატოვა, „დინამოს“ ოფიციალური საიტი, 31 მაისი, 2014.