შინაარსზე გადასვლა

იაშილქოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაშილქოლი
ტბა იაშილქოლი
ტბა იაშილქოლი
კოორდინატები: 37°45′ ჩ. გ. 72°53′ ა. გ. / 37.750° ჩ. გ. 72.883° ა. გ. / 37.750; 72.883
მდებარეობა ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
ტერიტორიული ერთეული მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქი
სიმაღლე ზღვის დონიდან 3734 
სიგრძე 20 კმ
სიგანე 3,3 კმ
მოცულობა 0,45 კმ³
მაქსიმალური სიღრმე 50 
ჩამდინარე მდინარეები ღუნდი
გამომდინარე მდინარე ღუნდი
იაშილქოლი — ტაჯიკეთი
იაშილქოლი

იაშილქოლი[1] (ტაჯ. Яшилкӯл) — მაღალმთიანი ტბა ტაჯიკეთში, მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში. გაწოლილია სამხრეთ პამირში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ალიჩურის ქედებს შორის, ზღვის დონიდან 3734 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 36,1 კმ². მაქსიმალური სიღრმე 50 მ. საზრდოობს თოვლისა და მყინვარული წყლით. წარმოიქმნა ჩამონაზვავის შედეგად, რომელმაც გზა გადაუღობა მდინარე ღუნდს.[2] ტბის ჩამოყალიბება უნდა მომხდარიყო XIII საუკუნემდე, რაზეც ტბის კლდეებზე არსებული გაშიფრული არაბული წარწერები მეტყველებს.[3] იაშილქოლიდან გამოედინება მდინარე ფანჯის მარჯვენა შენაკადი ღუნდი. ტბის წყალი მტკნარია. ზამთარში იყინება. ტბაში გვხვდება მარინკა და გოჭალა.[4]