საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში გაიმართა 2023 წლის14 მაისს, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად. ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევენ 5 წლის ვადით.[1][2] შეფასებებით, არჩევნებში ხმის მიცემის უფლება სულ 64 მილიონ ამომრჩეველს აქვს, საიდან თურქეთში 60,9 მილიონს და საზღვარგარეთ 3,2 მილიონს.[3] 14 მაისის თარიღი სიმბოლურად აირჩიეს, რადგან 1950 წლის საპარლამენტო არჩევნები ზუსტად 14 მაისს გაიმართა, რომელიც თურქეთის პირველი დემოკრატიული არჩევნებია.