თსუ-95
თსუ-95 | |
---|---|
თსუ-95 | |
კოორდინატები: 42°18′26″ ჩ. გ. 43°19′54″ ა. გ. / 42.3072611° ჩ. გ. 43.3318111° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
აბსოლუტური სიმაღლე | 495 მ |
შეფარდებითი სიმაღლე | 122 მ |
სიღრმე | 75 მ |
ტიპი | კარსტული |
ამგებელი ქანები | კირქვა |
ფაუნა | ღამურები |
თსუ-95 — კარსტული მღვიმე საქართველოში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში. მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა ფერდობზე, ზღვის დონიდან 495 მეტრზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. მისასვლელი გზა მდინარე ყვირილას ხეობიდან არის როგორც საფეხმავლო ბილიკი, აგრეთვე საჰაერო საკიდი საბაგირო გზა. მღვიმე აღმოჩენილ და შესწავლილ იქნა თსუ-ის დაარსების 95 წელთან დაკავშირებით თსუ-ის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილის და თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მიერ.
მღვიმის წინა ნაწილი (შესასვლელის სიმაღლე 0,5 მ, სიგანე 3 მ) 8 მეტრი სიგრძის დაბალი დერეფნითაა წარმოდგენილი, რომელიც ძალზე ვიწრო და დაბალი ხვრელით უკავშირდება მღვიმის მეორე, უფრო ვრცელ დარბაზს (სიგანე 11 მ, სიმაღლე 11 მ). ჰაერის ტემეპერატურა მუდმივად +13.5 – +14 °C-ია. მღვიმეში რამდენიმე სართული გამოიყოფა. მღვიმის აბსოლუტური სიმაღლე 495 მეტრი, ხოლო მდინარის შეფარდებითი სიმაღლე – 122 მეტრია. ქიმიური ნალექებიდან გვხვდება კალციტის ქერქგადაკრული უბნები; მექანიკურიდან ნგრევის და გამოფიტვის ადგილობრივი პრუდუქტები, სტალაქტიტები და სტალაგმიტები. მღვიმის წინა ნაწილი დინამიურია, ბოლო – სტატიური. დროებითი ღვარების შემოსვლას პერიოდული ხასიათი აქვს. მღვიმეში ბინადრობენ ღამურები და სხვადასხვა სახის მწერები.
მომავალში, მღვიმეში აუცილებელია შემდგომი კომპლექსური კლვევების ჩატარება. მღვიმის ათვისება შესაძლებელია როგორც ტურისტული მიზნებისათვის, აგრეთვე სასწავლო-საგანმანათლებლო მიზნითაც. მღვიმეში შესაძლებელია ჩატარდეს საველე ლექციები სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის. აგრეთვე აუცილებელია უსაფრთხოების ღონისძიებების გატარება მღვიმის დასაცავად, რათა არ მოხდეს ნაღვენთი ფორმების (სტალაქტიტების, სტალაგმიტების, სტალაგნატების) ადამიანის მიერ მექანიკური დაზიანება.