თინათინ ბერძენიშვილი
თინათინ ბერძენიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 31 ოქტომბერი, 1979 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება | შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი |
თინათინ ბერძენიშვილი (დ. 31 ოქტომბერი, 1979, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი. არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) გენდერული თანასწორობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ევროპის მაუწყებელთა კავშირის მედიაკომიტეტის წევრი.
2002 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამაგისტრო პროგრამა კინოს და სატელევიზიო მედიის ექსპერტი. 2022 წელს დაასრულა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მიენიჭა მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის ხარისხი.[1]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1997–1999 წლებში ჟურნალისტად მუშაობდა გაზეთ „ქართული ფილმში“. 1999–2000 წლებში იყო ტელერადიო კომპანია „აუდიენციის“ ჟურნალისტი. 2000–2003 წლებში იყო ამავე სტუდიის გადაცემა „მეალომანიის“ ავტორი და ხელმძღვანელი. 2001–2003 წლებში იყო ART-IMEDI ვიდეო პროდუქციის მენეჯერი. 2003 წელს ტელეკომპანია „იმედზე“ მიჰყავდა გადაცემა „კლიპ-ლოტო“. 2006–2009 წლებში აზერბაიჯანში სადაზღვევო-საბროკერო კომპანია NLI LTD-ის PR მენეჯერი იყო. 2012–2013 წლებში საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიჰყავდა რამდენიმე გადაცემა. 2011–2014 წლებში იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, 2014–2015 წლებში კი ამავე ორგანიზაციის მერკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი. 2015–2016 წლებში იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის და კომუნიკაციების ბლოკის დირექტორი. 2016 წლის 21 ნოემბრიდან 2017 წლის 6 იანვრამდე ასრულებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას. 2017 წლის 6 იანვრიდან 2020 წლის 18 აგვისტომდე იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და მედიის და კომუნიკაციების ბლოკის დირექტორი. 2019 წლის 4 აპრილს დაინიშნა ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული საკითხების ჯგუფის ხელმძღვანელად.[2] ამავე დროს, არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის მედიაკომიტეტისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნების კომიტეტის წევრი. 2020 წლის 18 აგვისტოდან 2020 წლის 25 სექტემბრამდე იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.[3]
2020 წლის 25 სექტემბერს თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად აირჩია.[4]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ თინათინ ბერძენიშვილი სადისერტაციო-ნაშრომი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-01-05. ციტირების თარიღი: 2023-01-05.
- ↑ თინათინ ბერძენიშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული საკითხების ჯგუფის ხელმძღვანელად დაინიშნა. 1tv.ge (4 აპრილი, 2019). ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი, 2020.
- ↑ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის მოვალეობას თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს. 1tv.ge (18 აგვისტო, 2020). ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი, 2020.
- ↑ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი აირჩია. 1tv.ge (25 სექტემბერი, 2020). ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი, 2020.