შინაარსზე გადასვლა

თემურ აბულაშვილი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თემურ აბულაშვილი
დაბ. თარიღი 1 აპრილი, 1947(1947-04-01)[1]
დაბ. ადგილი სსრკ[1]
გარდ. თარიღი 30 ნოემბერი, 2018(2018-11-30)[1] (71 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა დრამატურგი, მწერალი და ჟურნალისტი

თემურ აბულაშვილი (დ. 1 აპრილი, 1947, ჯუგაანი, საქართველო, გ. 30 ნოემბერი, 2018, საქართველო) — ქართველი დრამატურგი, მწერალი, ჟურნალისტი.

1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. სკოლის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო სიღნაღის სახალხო თეატრში, ჯერ სცენის მუშად მოგვიანებით კი, რეჟისორის თანაშემწედ. 1976-1980 წლებში კორესპონდენტად მუშაობდა გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქციაში, შემდეგ ხელოვნების განყოფილების გამგედ. 1981 წლიდან გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოს“ რედაქციაში კორესპონდენტად, შემდეგ ხელოვნების განყოფილების გამგედ, პასუხისმგებელ მდივნად, მოგვიანებით პასუხისმგებელ რედაქტორად. მის მიერ შექმნილი პიესები იდგმებოდა საქართველოს დრამატულ თეატრებში: „წეროს გუთანი უბია“ (ახალციხის თეატრი, 1983), „სიცოცხლემისჯილი ტყვე“ (თელავის თეატრი, 1985), „ფრინველების საქორწინო ცეკვები“ (ოზურგეთის თეატრი, 1986), „სამიარუსიანი ქალაქი“ (ჭიათურის თეატრი, 1987), „თოჯინების სოფელი“ (ახალციხის თეატრი, 1998), „დღესასწაული თეთრი მაიმუნის სამეფოში“ (ცხინვალის თეატრი, 2001). იგი 1981 წლიდან ბიჭვინთა-ქობულეთის დრამატურგთა თათბირ-სემინარის უცვლელი მონაწილეა. 1984, 1999 და 2002 წლებში მიღებული აქვს საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრემიები. მისი პიესები და მოთხრობები გამოცემულია ცალკე წიგნებად. ხოლო მოთხრობები თარგმნილია: რუსულ, უკრაინულ, მოლდავურ და თურქმენულ ენებზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]