თეიმურ რაჯაბოვი
დაბადების სახელი | Teymur Rəcəbov |
---|---|
ქვეყანა (სპორტი) | აზერბაიჯანი |
დაბადების თარიღი | 12 მარტი, 1987 |
დაბადების ადგილი | ბაქო, აზერბაიჯანის სსრ (დღეს აზერბაიჯანი) |
წოდება | გროსმეისტერი |
ფიდე რეიტინგი | 2758 (ოქტომბერი, 2019) |
მაქსიმალური რეიტინგი | 2793 (ნოემბერი, 2012) |
ჯილდოები და პრემიები | Q111438874? და Azerbaijan Democratic Republic 100th anniversary medal |
თეიმურ ბორისის ძე რაჯაბოვი (აზერ. Teymur Rəcəbov; დ. 12 მარტი, 1987[1] [2] [3] , ბაქო[4] [5] — გ.) — აზერბაიჯანელი მოჭადრაკე, მსოფლიო დონის გროსმეისტერი (2011 წლიდან). 2019 წლის ოქტომბრის რეიტინგის მონაცემებით, აზერბაიჯანელ მოჭადრაკეებს შორის მე-2 და მსოფლიოს მოჭადრაკეებს მე-9 ადგილს იკავებს.
2001 წელს, 14 წლისას გროსმეისტერის წოდების მოპოვებით, ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა გროსმეისტერი გახდა. 2003 წელს, „ლინარესის ტურნირზე“ იმ პერიოდის მსოფლიოს ნომერ პირველი მოჭადრაკის გარი კასპაროვის დამარცხების შემდეგ, ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მოჭადრაკე, რომელმაც მსოფლიოს ნომერ პირველი მოჭადრაკე დაამარცხა. მოგვიანებით იმავე წელს მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონები ვიშვანათან ანანდი და რუსლან პონომარიოვი დაამარცხა. ამ შედეგების მიხედვით, რაჯაბოვი 1 წელში ფიდე-ს სამი მსოფლიო ჩემპიონის დამმარცხებელი ოსტატი მოჭადრაკე გახდა. 2012 წლის ნოემბერში, მაქსიმალური რეიტინგით 2793 მოიპოვა და მსოფლიო მოჭადრაკეების სიაში მე-4 ადგილი დაიკავა.
2011 და 2013 წლებში ორჯერ იაპარეზა მოჭადრაკეების კანდიდატდა ტურნირზე და 2020 წლის ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. 2009, 2013 და 2017 წლებში აზერბაიჯანის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონატზე. მისი პირადი მიღწევებია 2007 წელს „ვეიკ-ან-ზის ტურნირის“, 2008 წლის „ელისტას გრან-პრის“, 2017 წლის ჟენევის გრან-პრისა და ბოლოს 2019 წლის მსოფლიო ჭადრაკის თასის მოგება.[6]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://ratings.fide.com/toparc.phtml?cod=341
- ↑ http://ratings.fide.com/toparc.phtml?cod=337
- ↑ http://ratings.fide.com/toparc.phtml?cod=333
- ↑ http://en.chessbase.com/post/first-fide-grand-prix-in-baku-azerbaijan/4
- ↑ http://en.chessbase.com/post/baku-r2-adams-radjabov-and-inarkiev-win
- ↑ World Cup: Radjabov wins World Cup in blitz! (4 October 2019).