თეთრა
იერსახე
თეთრა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Lepiota alba | |||||||||||||||
|
თეთრა (ლათ. Lepiota alba) — ლეპიოტას გვარის სოკო ფირფიტოსანთა ოჯახისა.
ქუდი 3-8 სმ-მდე დიამეტრისაა, ბრტყლად ამობურცულია, განიერი ბორცვაკით, შუაში სადაა, კიდებთან — ბოჭკოვან-ქერცლოვანი, თეთრია, შემდეგ კი მოყვითალო. ფირფიტები თეთრია, მომწიდებისას მოყვითალო ხდება. ფეხი 4-6 სმ სიგრძისაა და 0,3-0,5 სმ სისქისა, საყელოს ქვემოთ ფიფქოვანი თეთრია. საყელო თეთრია, ზემოდან მოყვითალო, ქვემოდან ზოლიანი, სოკოს მომქიფებასთან ერთად ქრება.
იზრდება ნიადაგზე, მდელოზე, პარკებში, ტყის პირას, ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 153, ISBN 99940-856-1-1.