შინაარსზე გადასვლა

თამარ აბაკელიას ქუჩა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თამარ აბაკელიას ქუჩა

თ. აბაკელიას ქ. 9, საცხოვრებელი სახლი
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
ისტორიული რაიონი მთაწმინდის რაიონი
წინა სახელები არსენალის შესახვევი, მცირე სასამართლოს ქუჩა, ტრიბუნალის შესახვევი

თამარ აბაკელიას ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (მთაწმინდა), მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მთაწმინდის ფერდობზე. მისასვლელი ძმები ზუბალაშვილების ქუჩიდან.

ქუჩა წარმოიქმნა XIX საუკუნეში. 1867 წელს ეწოდა არსენალის შესახვევი, 1897 — მცირე სასამართლოს ქუჩა, 1923 წ. — ტრიბუნალის შესახვევი. 1953 წ. ქუჩას მიენიჭა ხელოვან თამარ აბაკელიას სახელი, რომელიც აქ ცხოვრობდა. ქუჩაზე მდებარე XX საუკუნის დასაწყისის საცხოვრებელი სახლები შეტანილია თბილისის ისტორიულ-არქიტექტურულ ძეგლთა ნუსხაში.