შინაარსზე გადასვლა

თაგვფრინველისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თაგვფრინველისებრნი

თეთრზურგა თაგვფრინველი (Colius colius)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Coliidae (Swainson, 1837)

თაგვფრინველისებრნი (ლათ. Coliidae) — ფრინველთა ოჯახი თაგვფრინველისნაირთა რიგისა. მოიცავს 2 გვარის 6 თანამედროვე სახეობას და რამდენიმე ამომწყდარ გვარს. ცნობილია ეოცენიდან. აფრიკის ენდემები არიან. მათი სხეულის სიგრძეა 30–38 სმ, წონა 42–56 .[1] გააჩნიათ გრძელი კუდის ბუმბული. ბინადრობენ სავანებში, ტყეებსა და უდაბნოებში. ბუდობენ ხეებზე. დებენ 2–4, ზოგჯერ 6 კვერცხს. იკვებებიან კენკრით, ნაყოფებით, მწერებით, ზოგჯერ სხვა ფრინველების კვერცხებით.

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 558.