ზღვის კურდღელი, ლახტაკი (Erignathus barbatus) — ფარფლფეხიანინამდვილ სელაპისებრთა ოჯახისა. მისი სხეულია სიგრძეა 2,2-2,6 მ, წონა — 225-360 კგ. აქვს რუხ-ყავისფერი ბალანი და ზოგჯერ ზურგზე ღია ფერის ლაქები. ბინადრობს ატლანტიკის არქტიკულ რაიონებში, თეთრ, ბარენცის, კარის, ჩუკოტკის, ბერინგისა და ოხოტის ზღვებში. ცხოვრობს, ჩვეულებრივ, ერთეულებად, წყალმარჩხ ადგილებში. მრავლდება გაზაფხულზე მოდრეიფე ყინულზე. იკვებება ფსკერის უხერხემლოებით, იშვიათად — თევზით. ძვირფასი სარეწაო ობიექტია.