ზემო ქვეყანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო ქვეყანა, ზემო მხარი — ისტორიული მხარე იმერეთში, იმერეთის სამეფოს მეორე სადროშო. ისაზღვრებოდა: აღმოსავლეთით ლიხის ქედით, ჩრდილოეთით რაჭის ქედით, სამხრეთით მესხეთის ქედით. მოიცავდა ყოფილი არგვეთის საერისთავოს დიდ ნაწილს. ზემო ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი აბაშიძეთა და წერეთელთა ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა, სადროშოს სარდლებიც ჩვეულებრივ ამ საგვარეულოებიდან გამოდიოდნენ. XVIII საუკუნის დასაწყისში ზემო ქვეყნის ერთი ნაწილი, ხეფინისხევი და ჩხერიმელის ხეობის ზემოთი, ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]