შინაარსზე გადასვლა

ზემო ქვეყანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო ქვეყანა, ზემო მხარი — ისტორიული მხარე იმერეთში, იმერეთის სამეფოს მეორე სადროშო. ისაზღვრებოდა: აღმოსავლეთით — ლიხის ქედით, ჩრდილოეთით — რაჭის ქედით, სამხრეთით — მესხეთის ქედით, დასავლეთით — მდ. ყვირილის შენაკადებით (ბუჯა, ძუსა, ჩოლაბური). მოიცავდა ყოფილი არგვეთის საერისთავოს დიდ ნაწილს. ზემო ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი აბაშიძეთა და წერეთელთა საგვარეულოებს ეკუთვნოდა, სადროშოს სარდლებიც ჩვეულებრივ ამ საგვარეულოებიდან გამოდიოდნენ. XVIII საუკუნის დასაწყისში ზემო ქვეყნის ერთი ნაწილი, ხეფინისხევი და ჩხერიმელის ხეობის ზემოთი, ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა.