ზამთრის ოლიმპიური თამაშები
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან ზამთრის ოლიმპიადა)
ზამთრის ოლიმპიური თამაშები — უმსხვილესი საერთაშორისო შეჯიბრება სპორტის ზამთრის სახეობებში, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით. ეს თამაშები პირველად 1924 წელს ჩატარდა, როგორც ზაფხულის თამაშების დამატება. ზოგიერთი ზამთრის სპორტის სახეობა ზაფხულის თამაშებში დამატებულ იქნა 1908 და 1920 წელს. 1924-92 წლებში ზამთრის თამაშები იმავე წელს ტარდებოდა, რაც ზაფხულის. 1994 წლიდან ზამთრის თამაშები ტარდება 2 წლის ინტერვალში ზაფხულის თამაშებიდან.
პრიზიორები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1924—2014 წლებში ჩატარებული ზამთრის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულები საერთოგუნდურ ჩათვლაში 23 ტურნირის შემდეგ გახდნენ:
- სსრკ — 9-ჯერ,
- ნორვეგია — 7-ჯერ,
- გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა/ გერმანია — 4-ჯერ,
- კანადა — 1-ჯერ,
- აშშ — 1-ჯერ,
- შვედეთი — 1-ჯერ
|