ზაზალოს მაჰმადიანური სამაროვანი
იერსახე
ზაზალოს მაჰმადიანური სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაზალოს აღმოსავლეთ ნაწილში. ფერდობზე, რომელიც მთლიანად ბუჩქნარით არის დაფარული. შემორჩენილია სამარხების უდიდესი ნაწილი. ზოგიერთ შემთხვევაში გადარჩენილია სამარხის მთლიანი ფორმა - ქვით ნაგები, ოთხკუთხა ფორმის, რომლის თავშიც ხშირად ორნამენტირებული ან სხვადასხვა ფორმის გამოთლილი ქვაა ჩასმული. მთლიანობაში აქ შესაძლოა 100-მდე სამარხი იყოს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39312