შინაარსზე გადასვლა

ვიქტორიას მიწა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვიქტორიას მიწა (ინგლ. Victoria Land) — ანტარქტიდის რაიონი, რომელიც შემოსაზღვრულია აღმოსავლეთიდან როსის ზღვითა და როსის შელფური მყინვარით, დასავლეთიდან — უილკსის მიწით. მდებარეობს 142° и 170° ა. გ.-ს შორის და გადაჭიმულია სამხრეთით 78° ს. გ.-მდე. დასავლეთი ნაწილი წარმოადგენს მთიან პლატოს 4025 მ-მდე მწვერვალებით (ლისტერის მთა). ყინულის სიმძლავრე ვიქტორიას მიწის ცენტრალურ ნაწილში აღემატება 2000—2500 მ-ს.

ვიქტორიას მიწა 1841 წლის იანვარში აღმოაჩინა ჯეიმზ კლარკ როსის ექსპედიციამ და სახელი ეწოდა დედოფალ ვიქტორიას პატივსაცემად. 1911–1914 წლებში რეგიონი გამოიკვლია დაგლას მოუსონის ექსპედიციამ.

რეგიონს ეკუთვნის ტრანსანტარქტიკული მთები და მაკ-მერდოს მშრალი ველები. ვიქტორიას მიწის ნაწილი განეკუთვნება როსის ტერიტორიას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]