ვირთევზასებრნი (ლათ.Gadidae) — თევზების ოჯახი ვირთევზასნაირთა რიგისა. ზურგის ფარფლი 1-3, ხოლო ანალური ფარფლი 1-2 აქვთ. ქერცლი ციკლოიდურია. გამოიყოფა 4 ქვეოჯახი, 20 გვარი და 56 სახეობა.[1] პატარა, საშუალო და დიდი ზომის თევზებია. უმეტესობა ვირთევზასებრნი ჯოგური, ფსკერისპირა, შედარებით წყალმცირე თევზებია, ზოგიერთი პელაგიურია და კრიოპელაგიური. მრავალ სახეობას ნიკაპზე ულვაშები აქვს.[2] დიდწილად გვხვდება ჩრდილოეთი ნახევარსფეროს ზომიერ წყლებში, თუმცა ზოგიერთი სახეობა გავრცელებულია სუბტროპიკულ, სუბარქტიკულ და არქტიკულ წყლებში, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში გვხვდება ერთი სახეობა — სამხრეთული პუტასუ. ყველა მსხვილი ვირთევზასებრნი მტაცებელია ან ევრიფაგი. რიგი სახეობა ასრულებს მნიშვნელოვან საკვებ და სატოფო მიგრაციას. ბევრი ქმნის დაჯგუფებას. ყრიან რამდენიმე ათასიდან 60 მლნ-მდე ქვირითს. მათი ქვირითი უმეტესად პელაგიურია, ზოგიერთის ფსკერისპირა. ვირთევზასებრნს დიდი სარეწაო მნიშვნელობა აქვთ; ხორცი უცხიმოა, ცხიმი მდიდარია А და D ვიტამინებით.