ვიკიპედია:რჩეული სტატიები/კანდიდატები/დიმიტრი ყიფიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
✔ რჩეული გახდა 01/07/2021
  • (ნომინაცია), კანდიდატად შემომაქვს სტატია, რომელიც ჯერ კიდევ 2005 წელს შემოვიდა ვიკიპედიაში და მას შემდეგ უამრავი რედაქტორის ხელში გაიარა. ჯერ კიდევ ორი წლის წინ სურვილი მქონდა შედარების სრულყოფილად გამეკეთებინა მისი რედაქტირება და დავიწყე კიდეც. მიმოვიხილე და გავეცანი ყველა იმ ლიტერატურას, რომელიც ამ პიროვნების შესახებ არის გამოქვეყნებული ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში, სოციალურ მედიაში და ა.შ. დიდი პაუზის შემდეგ მორჩა ეს პროცესი. სტატიის გაფორმებაში, პიროვნების ხელმოწერის გაციფრულებაში და ა.შ. სხვა აქტიური ვიკიპედიელებიც იყვნენ ჩართულები. სტატია ფაქტობრივად არის ვიკისაზოგადოების ერთობლივი პროდუქტი. სტატიის სრულყოფილებაზე არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ ვფიქრობ ვიკიპედიის რჩეულობის კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. მივიღებ ყველანაირ კონსტრუქციულ შენიშვნას და მადლობა წინასწარ სტატიის გაცნობისა და კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებისთვის.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 21:48, 29 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
  •  კომენტარი: ზოგიერთი ერთნაირი სქოლიო რამდენიმეჯერაა გამოყენებული და გასასწორებელია. აგრეთვე კარგი იქნება ციტირების თარგების ({{წიგნი}}, {{Cite web}}...) გამოყენება სქოლიოებში. გიო ოქრო 06:21, 30 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@გიო ოქრო:„ზოგიერთი ერთნაირი სქოლიო რამდენიმეჯერაა გამოყენებული და გასასწორებელია“ - გაკეთდა; „აგრეთვე კარგი იქნება ციტირების თარგების ({{წიგნი}}, {{Cite web}}...) გამოყენება სქოლიოებში“ - გაკეთდა, მაგრამ მხოლოდ ის წიგნები, რომელიც თანამედროვე გამოცემაა და/ან აქვს ISBN. კონსტრუქციული შენიშვნა გათვალისწინებული იქნა, მადლობა. გთხოვთ, უყაროთ კენჭი.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:25, 30 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Surprizi: მადლობა მხარდაჭერისთვის. მაგ თარგის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ დიმიტრი ყიფიანის დაბადების ორი წელი/ორი ვერსია არსებობს და არსებული ჩანაწერი უკეთ და მარტივად გადმოსცემს.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:32, 30 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
მომავალში (თუ კი მასეთი კიდევ განმეორდება), უკეთ მოინდომე ხოლმე!!!--Surprizi განხილვაწვლილი 11:07, 2 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Jaba1977: რჩევა მიღებული და გათვალისწინებულია. უფრო აკადემიურია. სქოლიოს ეს პრინციპი ვიკიპედიაში არ მახსოვდა. გაკეთდა, მადლობა--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 20:11, 1 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Jaba1977: დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემიის შესახებ არსებული მასალა ასევე ჩემი შემოტანიალია. გავითვალისწინე და ამ სტატიაშიც ჩავსვი. გაკეთდა, მადლობა.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:04, 2 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ცოტა უფრო სერიოზულად რომ მივუდგეთ მსგავს საკითხებს და ეს ,,შურისძიების” ძალიან უადგილო ფორმები არ გამოვიყენოთ, ისე არ გამოვა ხომ? ამ საკითხზე სულ სხვა ადგილას საკმაოდ ამომწურავი პასუხი გაგეცით და შეგეძლოთ ეს კომენტარიც იქ მიგეწერათ. მითუმეტეს ეს არც შენიშვნაა, არც რაიმე აზრი საკონკურსო სტატიის მიმართ და არც კენჭისყრაში აზრის დაფიქსირება. სტატიას ახლავს 70 ძირითადი სქოლიო. დაწერილია 12 მონოგრაფიისა და სტატიის საფუძველზე და რომელი ,,წყარო” შემოგაქვთ? ინტრნეტში მოგუგლული წიგნი? თუ ასე დაინტერესებული ხართ ამ საკითხით მონახეთ ჩემს მიერ უკვე გამოყენებული ლიტერატურა და იქიდან შეიტანეთ აღნიშნული ცვლილება და არა გაურკვევლი სტატია. სხვათა შორის ეგ სტატია საკუთრივ რას ეყრდნობა კაცმა არ იცის. ამიტომ იძულებული ვარ თქვენი ცვლილება გავაუქმო და კიდევ ერთხელ გაგიმეოროთ არგუმენტი. წიგნში „რელიგიები საქართველოში“ ასევეა მოყვანილია: ,,გავრცელდა ხმა, რომ რექტორის დაკრძალვის დღეს ეგზარქოსმა პავლე ლებედევმა თქვა: «წყეულიმც იყოს საზოგადოება, რომელიც ასეთ ბოროტმოქმედს წარმოშობს» სიტყვა «საზოგადოება» ქართველ ერთან იქნა გაიგივებული, რის გამოც ეგზარქოსის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა აზვირთდა”. სტატიის ავტორია ბატონი ნუგზარ პაპუაშვილი, ,,გავრცელდა ხმა” მე-19 საუკუნეში სიტყვათა როგორი წყობით ჟღერდა ამაზე არსებობს სხვადასხვაგვარი პერიფრაზი, ერთ-ერთი მე მაქვს მოყვანილი ჩემს მიერ დამოწმებული ლიტერატურის შეჯერებით, ერთ-ერთი ბატონ ნუგზარ პაპუაშვილს. ვიკიპედია კი სამეცნიერო მსჯელობის გაშლის ასპარეზი არაა, რომ ყოველი პერიფრაზი სათითაოდ მომეყვანა, განმემარტა. რაზეც აგორდა იმდროინდელი პროტესტი და რაზეც შემდგომ ლებედევს გაეცა პასუხი ყოველივე ნათლად წერის უკვე აღნიშნულ სტატიაში. ამ სექციაში მაგ ლიტერატურის დამატება რამდენად საჭიროა არ ვიცი, რადგან ბატონი ნუგზარი არ არის დიმიტრი ყიფიანის ბიოგრაფი და არც მასზე წერს, ის მაგ წიგნში წერს მე-19 საუკუნის საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე. წიგნს არ აქვს პრეტენზია, რომ მასში წარმოდგენილი ფაქტები უტყუარია - ,,კრებული «რელიგიები საქართველოში» მხოლოდ საცნობარო-საენციკლოპედიო ხასიათს ატარებს და ჩვენს ქვეყანაში არსებული რელიგიური მრავალფეროვნების სისტემატიზებული გადმოცემის მცდელობას წარმოადგენს. საქართველოში რელიგიური მრავალფეროვნებისა და, ზოგადად, რელიგიურობის ფენომენის ღრმა და სამეცნიერო ანალიზი სამომავლო კვლევა-ძიების სფეროა”.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 21:25, 29 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
სწორედ სერიოზული მიდგომის და ამ სტატიის რჩეულობაზე კანდიდატობის გამო შევიტანე ცვლილება. ჩემ მიერ მოყვანილი წყარო ენციკლოპედიური გამოცემაა, რომელშიც საქართველოს ეკლესიის ისტორიაა აკადემიურად გადმოცემული, სადაც სიტყვა-სიტყვითაა თქმული, რომ ლებედევის ზუსტი ციტატა უცნობია. ამ ფაქტის გადმოცემას ყიფიანის ბიოგრაფობა არ სჭირდება. ციტატას, სხვა ტექსტისგან განსხვაებით, ზუსტი ციტირება სჭირდება, იმიტომაა ციტატა. თქვენ ჯერ არ გქონდათ დამოწმებული და ახლა გაქვთ დამოწმებული რადიო თავისუფლების ინტერნეტ-საიტიდან (არც ჯიმშერ რეხვიაშვილია დიმიტრი ყიფიანის ბიოგრაფი), რაც არ არის უფრო სანდო წყარო ამ შემთხვევაში, ვიდრე ჩემ მიერ მითითებული გამოცემა, გაუგებარია რას ეყრდნობა რადიო თავისუფლების საიტის სტატია და საიდან მოაქვს ეს ციტატა. ლებედევის სიტყვა გამოქვეყნებულია აქ, გვ. 2 (და არ ემთხვევა თქვენ მიერ რადიო თავისუფლების სტატიიდან შემოტანილს) და თუ ციტატად უთითებთ, უნდა მიუთითოთ ორიგინალი და არა თანამედროვე ჟურნალისტის მიერ მისი ინტერპრეტაცია, ან უნდა მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური ლიტერატურიდან დამუშავებული დასკვნა ან პერიფრაზი (რომელიც მქონდა მე მითითებული) და არა ინტერნეტ-სტატია --M. განხილვაწვლილი 09:30, 30 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ამ საკითხზე აკადემიური პასუხი გაცემული მაქვს თქვენთვის ჩემივე განხილვის გვერდზე. ჩემს სტატიას 70 ძირითადი სქოლიო და 12 მონოგრაფია ამყარებს, ასე რომ თქვენი უადგილო შენიშვნა ვერ იქნება გათვალისწინებული. ,,რადიო თავისუფლების” ბმული ამყარებს ჩემს პოზიციას, რადგან ისიც იმ მასალებზე დაყრდნობით დაიწერა, რითაც მე ვიხელმძღვანელე (გერმანიაში ვარ და ეს 12 მონოგრაფია არ მაქვს, რომ იქიდან მივუთითო გვერდები, ,,რადიო თავისუფლებასთან” ვთანამშრომლობ და ვიცი რომ სანდოა.). ბატონ ნუგზარ პაპუაშვილის (რომელსაც კარგად ვიცნობ) ამ შემთხვევაში დამოწმება სრულიად უადგილოა. ბევრისგან განსხვავებით ამ სტატიის დასაწერად 12-ვე წიგნი და სტატია მაგიდაზე მედო. ციტირების დასამოწმებლად მონახეთ ეს 12 მონოგრაფია და გადაამოწმეთ. მხოლოდ ასე მივიღებ ,,შენიშვნას”. წარმატებები! ამ განხილვით სტატია ,,სოჭის კონფლიქტის” საკითხს ვერ გადაფარავთ, თუ ეს ამ მიზანს ემსახურება. ,,ჩემ მიერ მოყვანილი წყარო ენციკლოპედიური გამოცემაა, რომელშიც საქართველოს ეკლესიის ისტორიაა აკადემიურად გადმოცემული” ამაზე გაგეცით პასუხი ზუსტად სამჯერ და იქნებ ამავე წიგნში წაიკითხოთ რა არის ეს წიგნი და რაზეა.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 10:39, 30 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წიგნიდან სარგებლობდით, არც იმას, ვის იცნობთ, კონკრეტული ინფორმაცია (ამ შემთხვევაში ციტატა) არაა სწორად მოყვანილი. მიგითითეთ ლიტერატურა („რელიგიები საქართველოში“) და პირველწყარო (გაზეთი სადაც სადავო სიტყვაა გამოქვეყნებული) არცერთი თქვენ მიერ მოყვანილ ციტატას არ ადასტურებს. თქვენ კი მაინც ჯიუტად ეყრდნობით ინტერნეტ-სტატიას რომელიც, თქვენივე თქმით, თქვენ მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე ყოფილა მომზადებული. არ შეიძლება რჩეული სტატიის პრეტენზიის მქონე სტატია არარსებულ ციტატას ავრცელებდეს ესაა ჩემი აზრი და მეტად ამ თემაზე კამათს არ ვაპირებ --M. განხილვაწვლილი 17:35, 31 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
(მომხრე) — Anry Kiknavelidze განხილვაწვლილი 11:57, 4 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]