შინაარსზე გადასვლა

ვეგაეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვეგაეინი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ნორვეგიის დროშა ნორვეგია
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები v
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 65°38′00″ ჩ. გ. 14°54′00″ ა. გ. / 65.63333° ჩ. გ. 14.90000° ა. გ. / 65.63333; 14.90000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2004  (28-ე სესია)
ნომერი 1143
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1143
ინგლ.რუს.ფრ.

ვეგაეინი ანუ ვეგას არქიპელაგი (ნორვ Vegaøyan) — მდებარეობს ნურლანის ფიულკში, პოლარულ წრესთან ახლოს. არქიპელაგი 2004 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. არქიპელაგის მთავარ კუნძულს ვეგას მცირე კუნძულთა ჯგუფები არტყია გარს, მათი რაოდენობა 6500-ია. ობიექტის საერთო ფართობი 103,7 ათა ჰა-ა, მათ შორის 6,9 ათასი ჰა ხმელეთისა.

Eidem-ის პლაჟი კუნძულ ვეგაზე.

არქეოლოგიური აღმოჩენები ცხადყოფს, რომ ეს ადგილები ჯერ კიდევ ქვის ხანაში იყო დასახლებული. 1500 წლის განმავლობაში აქ მცხოვრებმა ხალხმა, რომლებიც სოფლის მეურნეობითა და მეთევზეობით იყვნენ დაკავებულნი, განუმეორებელი ლანდშაფტი შექმნა.

IX საუკუნეში არქიპელაგი სუსხურის ბუმბულის მნიშვნელოვანი მიმწოდებლები გახდა. ეს ბიზნესი ადგილობრივებისთვის შემოსავლების მესამედს წარმოადგენდა. არქიპელაგამდე მიღწევა შესაძლებელია როგორც ბორნით ასევე სწრაფმავალი კატერით ბრიონიოისუნიდან (ნორვ. Brønnøysund).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]