ვახტანგ ცინცაძე
ვახტანგ ცინცაძე | |
---|---|
პირადი ინფორმაცია | |
დაბ. თარიღი | 1915 |
დაბ. ადგილი | თბილისი, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 1993 |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
დასაფლავებულია | სამთავროს მონასტერი |
ნამუშევრები და მიღწევები | |
საქმიანობა | არქიტექტორი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ საქართველო |
ჯილდოები | საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რუსთაველის პრემია და სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი[1] |
ვახტანგ ცინცაძე (დ. 1915, თბილისი — გ. 1993, იქვე) — არქიტექტორი, რესტავრატორი, არქიტექტურის მკლევარი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1987).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიის ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით (1936). პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა 1972 წლიდან. 1941 წლიდან მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის საქმიანობასთან, 1945 წლიდან ინსტიტუტის თანამშრომელია. მონაწილეობდა მის ექსპედიციებში. 1974 წლიდან იყო ინსტიტუტის მეცნიერული დოკუმენტაციისა და პუბლიკაციის განყოფილების გამგე. მუშაობდა საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის პრობლემებზე. შედგენილი აქვს მრავალი ხუროთმოძღვრული ძეგლის (ნეკრესი, ბაგრატის ტაძარი, თელოვნის ჯვარპატიოსანი, გეგუთის ციხე-დარბაზი, ქვათახევი, და სხვ.) აღდგენის პროექტი და მათი მეცნიერულ-ანალიტიკური ანაზომები. რ. მეფისაშვილთან ერთად ცინცაძემ მოამზადა ნაშრომი შიდა ქართლის მთიანი მხარის არქიტექტურაზე, მასთანვე ერთად დაბეჭდა გერმანიაში წიგნები ძველ ქართულ (უპირატესად საეკლესიო) ხელოვნებასა და შუასაუკუნოვან ქართულ ხუროთმოძღვრებაზე. ვ. ცინცაძე არქიტექტურის რესტავრაციის ქართული სკოლის ერთი უმთავრესი წარმომადგენელია, მისი აღდგენილია ქუთაისის „ბაგრატის ტაძარი“, მცხეთის “სვეტიცხოვლის» ბჯე და თავად „სვეტიცხოველი“, ბიჭვინთის ტაძარი, დრანდის ტაძარი, უბისისა და მარტვილის „სვეტები“ და ა.შ.. ვ. ცინცაძე იყო აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის საპატიო წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს ტაძრის ეზოში.
რჩეული ნაშრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კაცხის სვეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. VIII, N8, 1946;
- იდლეთის ნათლისმცემლის ეკლესია, Ars Georgica, ტ. 3, თბ., 1950;
- თელოვანის ჯვარპატიოსანი, Ars Georgica, 5, თბ., 1959;
- ზემო კრიხის ხუროთმძღვრული ძეგლი, Ars Georgica, ტ. 6-А, თბ., 1963;
- ბაგრატის ტაძარი, თბ., 1964;
- Архитектура нагорной части исторической провинции Грузии - Шида-Картли, Тб.,1973 (თანაავტორი რ. მეფისაშვილი);
- Die Kunst des Alten Georgien Lpz., 1977 (თანაავტორი რ. მეფისაშვილი);
- Свети-Цховели во Мцхета, Ars Georgica, 9-А, თბ., 1987;
- Некоторые особенности базилик раннехристианской Грузии и архитектура базилики V века Свети-Цховели в Мцхета, Ars Georgica, 10-А, თბ., 1991;
- ადრექრისტიანული (IV-V სს.) ქართული ხუროთმოძღვრების ზოგიერთი საკითხი (სვეტიცხოველი), Ars Georgica, 11, თბ., 2001.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 947, თბ., 2002 წელი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://pamyat-naroda.ru/heroes/podvig-chelovek_yubileinaya_kartoteka1522109927/?backurl=%2Fheroes%2F%3Fstatic_hash%3De7a507c5acc353067a29137dde7e0fbdv1%26csrf%3Dbd2f66afa5453ff16db7e44ca4b12677%26last_name%3D%D0%A6%D0%B8%D0%BD%D1%86%D0%B0%D0%B4%D0%B7%D0%B5%26first_name%3D%D0%92%D0%B0%D1%85%D1%82%D0%B0%D0%BD%D0%B3%26middle_name%3D%D0%93%D0%B5%D1%80%D0%BE%D0%BD%D1%82%D1%8C%D0%B5%D0%B2%D0%B8%D1%87%26group%3Dall%26types%3Dpamyat_commander%3Anagrady_nagrad_doc%3Anagrady_uchet_kartoteka%3Anagrady_ubilein_kartoteka%3Apdv_kart_in%3Apdv_kart_in_inostranec%3Apamyat_voenkomat%3Apotery_vpp%3Apamyat_zsp_parts%3Akld_ran%3Akld_bolezn%3Akld_polit%3Akld_upk%3Akld_vmf%3Apotery_doneseniya_o_poteryah%3Apotery_gospitali%3Apotery_utochenie_poter%3Apotery_spiski_zahoroneniy%3Apotery_voennoplen%3Apotery_iskluchenie_iz_spiskov%3Apotery_kartoteki%3Apotery_rvk_extra%3Apotery_isp_extra%3Asame_doroga%26page%3D1%26grouppersons%3D1&