ეტიგოს ვაკე
ეტიგოს ვაკე | |
---|---|
კოორდინატები: 37°40′ ჩ. გ. 139°00′ ა. გ. / 37.667° ჩ. გ. 139.000° ა. გ. | |
ქვეყანა | იაპონია |
ფართობი | 2070 კმ² |
სიგრძე | 100 კმ |
სიგანე | 10–25 კმ |
ეტიგოს ვაკე, ნიიგატის ვაკე (იაპონ. 越後平野) — ალუვიური ვაკე იაპონიაში, ნიიგატის პრეფექტურაში. მდებარეობს კუნძულ ჰონსიუს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.[1]
თითისტარისებრია. გადაჭიმულია იაპონიის ზღვის გასწვრივ ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ დაახლოებით 100 კმ-ზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 10–25 კმ-ზე. ფართობი 2070 კმ². ჩრდილოეთისაკენ და სამხრეთისაკენ შევიწროებულია, ხოლო ცენტრისაკენ გაფართოებული.[1]
აგებულია მდინარე სინანოსა და აგანოს ალუვიონითა და ზღვიური დანალექებით. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა 1500–2000 მმ. ზამთარში მძლავრი თოვლის საბურველია. არის ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადო. გვხვდება ბრინჯის, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ნათესები. ვაკის ფარგლებში 1964 წელს მოხდა კატასტროფული მიწისძვრა.[2] მჭიდროდ დასახლებული რეგიონია. ქალაქებიდან მნიშვნელოვანია ნიიგატა და ნაგაოკა.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Echigo Plain | Encyclopedia Nipponica www.kotobank.jp
- ↑ M 7.6 - 24 km NW of Murakami, Japan www.earthquake.usgs.gov
- ↑ Niigata Plain | Encyclopedia Nipponica www.kotobank.jp