შინაარსზე გადასვლა

ეტ-ტადამუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ეტ-ტადამუნი
التضامن المنيهلة
ქვეყანა ტუნისის დროშა ტუნისი
ვილაიეთი არიანა
კოორდინატები 36°50′12″ ჩ. გ. 10°05′35″ ა. გ. / 36.83667° ჩ. გ. 10.09306° ა. გ. / 36.83667; 10.09306
ფართობი 24 კმ²
მოსახლეობა 196 298 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 8,200 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
საფოსტო ინდექსი 2041
ოფიციალური საიტი commune-ettadhamen-mnihla.gov.tn
ეტ-ტადამუნი — ტუნისი
ეტ-ტადამუნი

ეტ-ტადამუნ-ელ-მნიჰლა (არაბ. التضامن المنيهلة) — ქალაქი ჩრდილოეთ ტუნისში. განეკუთვნება ქვეყნის უდიდეს საქალაქო აგლომერაციას, რომლის ცენტრიცაა დედაქალაქი ტუნისი. პრაქტიკულად წარმოადგენს მის დასავლეთ გარეუბანს.

ქალაქი დაარსდა 1970-იან წლებში ქალაქების ტადამუნისა (რომლის სახელწოდებაც ითარგმნება, როგორც სოლიდარობა) და მნიჰლას შეერთებით. ადმინისტრაციულად შედის არიანის ვილაიეთის შემადგენლობაში. 2014 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 196 298 ადამიანი და იგი ამ მონაცემების მიხედვით მეოთხე ქალაქია ქვეყანაში.

ტუნისის რევოლუციის დროს ქალაქში მიმდინარეობდა შეტაკებები დემონსტრანტებსა და სამთავრობო ძალებს შორის. იყო მსხვერპლიც.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]