ერწოს უღელტეხილი
ერწოს უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 42°27′48″ ჩ. გ. 43°46′15″ ა. გ. / 42.463583° ჩ. გ. 43.77083° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ჯავის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1790 მ |
ქედი | რაჭის ქედი |
ერწოს უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედზე, მდინარეების ფაწისა (ლიახვის მარჯვენა შენაკადი) და ყვირილის სათავეებთან. სიმაღლე 1790 მ. უღელტეხილის მიდამოები აგებულია მეზოზოური და მესამეული ინტენსიურად დანაოჭებული მასიური რიფული კირქვებით, მერგელებითა და ბაიოსური პორფირიტებით. შემოსილია სუბალპური მცენარეულობით (წიფელი და არყი; დეკა და სუბალპური მდელოები). ერწოზე გადადის გორი-ონის საავტომობილო გზა. ერწოს უღელტეხილი იკეტება მცირე დროით უხვთოვლიან ზამთარში.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მარგველიანი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 95.