ეპიკური ფენტეზი
ეპიკური ფენტეზი — ფენტეზის ქვეჟანრი[1], რომელსაც ახასიათებს გამოგონილი სამყაროს გარემო ან ეპიკური პერსონაჟები, თემები და სიუჟეტი.[2] ტერმინი „ეპიკური ფენტეზი“ (ინგლ. high fantasy) პირველად 1971 წელს ლოიდ ალექსანდრის მიერ იქნა გამოყენებული, ესეში „ეპიკური ფენტეზი და ჰეროიკული რომანტიზმი“ (ინგლ. High Fantasy and Heroic Romance).[2]
ჟანრის მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეპიკური ფენტეზის ჟანრის მოვლენები მიმდინარეობს ალტერნატიულ, გამოგონილ და არა ნამდვილ სამყაროში. ასეთი ალტერნატიული სამყარო, როგორც წესი, თანმიმდევრულია, მაგრამ მისი კანონები ნამდვილისგან განსხვავდება. მასთან შედარებით, არაეპიკური ფენტეზის მოვლენები მიმდინარეობს ნამდვილ სამყაროში, თუმცა - ჯადოსნური ელემენტების მონაწილეობით.[3][4][5][6]
ეპიკური ფენტეზის ადრეულ მაგალითად მიიჩნევა უილიამ მორისის ნამუშევრები, მაგალითად „ჭა მსოფლიოს კიდეზე“.[7] ჟანრის სანიმუშო ნაწარმოებია ჯ. რ. რ. ტოლკინის ნამუშევრები - განსაკუთრებით „ბეჭდების მბრძანებელი“.[7] სტივენ რ. დონალდსონის „თომას კოვენანტის ქრონიკები“ ასევე აღსანიშნავი ნიმუშია.[8]
პერსონაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეპიკური ფენტეზის ჟანრის ამბების მთავარი პერსონაჟი ერთია და თხრობაც მისი პერსპექტივიდან მიმდინარეობს. სიუჟეტი ხშირად აღწერს მის მემკვიდრეობას ან რამე იდუმალ გარემოებებს. რომანების უმეტესობაში პერსონაჟი ობოლია ან უცნაური და ან ძმა, რომელსაც ჯადოსნური თვისებები გააჩნია. ამბის თხრობის დასაწყისში იგი ახალგაზრდაა, ხოლმე - ბავშვიც.[9] სხვა ნაშრომებში იგი შეიძლება იყოს უკვე ჩამოყალიბებული პიროვნება, უნიკალური ხასიათით და სულით.
თუ პერსონაჟი თხრობის დასაწყისში აღწერილია, როგორც ბავშვი, თხრობასთან ერთად იგი მწიფდება, იძენს გამოცდილებას ბრძოლაში ან ამა თუ იმ სირთულეების გადაწყვეტაში.[10] ამბის სიუჟეტი ხშირად აღწერს გმირის ბრძოლას ბოროტ ძალებთან - რასაც ეწოდება „აღმზრდელობითი რომანი“.
მრავალ ნაწარმოებში არსებობს პერსონაჟი - იდუმალი მასწავლებელი. იგი შეიძლება იყოს ჯადოსანი ან მებრძოლი, რომელიც მთავარ პერსონაჟს აძლევს რჩევებს და ეხმარება.
სხვადასხვა წიგნში მთავარი ბოროტი პერსონაჟია ბნელი მბრძანებელი, რომლის ამოცანას, უფრო ხშირად, წარმოადგენს სამყაროს დაპყრობა და მთავარი პერსონაჟის მოკვლა. ასეთი პერსონაჟი არის ბოროტი ჯადოსანი ან გრძნეული, ხოლმე - ღმერთის ან დემონის მსგავსი. მას შეიძლება ჰყავდეს დიდი არმია და ერთგული მსახურების გუნდი. ხშირად მთავარ ბოროტ პერსონაჟებს ჰყავთ წინამორბედებიც - მათზე უფრო ძლიერები.
ამბის თხრობისას პერსონაჟი ხშირად ეცნობა მეტ დეტალს მისთვის უცნობი ძალების შესახებ, რომლებიც უპირისპირდებიან.[11]
პერსონაჟის თავგადასავლები ხშირად წიგნის რამდენიმე ტომს მოიცავენ.
ძირითადი თემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„სიკეთის და ბოროტების დაპირისპირება“ ეპიკური ფენტეზის მუდმივი თემაა. ბოროტ პერსონაჟს ეპიკურ ფენტეზიში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება[12], რისი მაგალითიც არის „ბეჭდების მბრძანებელი“. მეტიც, სიკეთის და ბოროტების დაპირისპირება ეპიკურ ფენტეზის გამოარჩევს ხმლის და მაგიის ჟანრისგან.[13] ეპიკური ფენტეზის მრავალ ნამუშევარში ეს კონფლიქტი ღრმად უკავშირდება მორალურ პრობლემებს. სხვა ნამუშევრებში კონფლიქტი წარმოადგენს ძალაუფლების ჭიდილს – მაგალითად, ჯადოსნები უპასუხისმგებლოდ იქცევიან, განურჩევლად იმისა, კეთილები არიან თუ ბოროტები.[14]
გვიანდელ პერიოდში ეპიკური ფენტეზის ჟანრში სიკეთის და ბოროტების დაპირისპირების თემის გარდა, წამოიწია ისეთი გარემო და სიუჟეტი, რომელმა ნაწარმოები დააახლოვა ისტორიული რომანის, უფრო ნატურალისტური ნაირსახეობის ჟანრებთან. ასეთი ნაწარმოების ავტორები არიან ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი, ანჯეი საპკოვსკი და, ნაწილობრივ - სტივენ ერიკსონი.
საგები ან სერიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როლური თამაშები, როგორიც არის გერი გაიგექსის „Greyhawk“, ტრეისი ჰიკმენის და მარგარეტ უაისის „Dragonlance“[15] და ედ გრინვუდის „Forgotten Realms“, წარმოადგენენ ტიპურ საფუძველს მრავალი ფენტეზის ჟანრის წიგნისთვის, რომელთა შექმნაში არაერთი ავტორი მონაწილეობს.
ვიდეო თამაშები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეპიკური ფენტეზის ჟანრი გავრცელდა ვიდეო თამაშებშიც. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სერიაა „Dungeons and Dragons“, ისევე, როგორც გვიანდელი „Warcraft“ და „The Elder Scrolls“. წარმატებულია „ბეჭდების მბრძანებლის“ ვიდეო თამაშების სახით ადაპტირებებიც.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჰეროიკული ფენტეზი
- ხმალი და მაგია
- ერიკ რიუკერ ედისონი – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მწერალი, რომელიც წერდა ამ ჟანრში, ჯ. რ. რ. ტოლკინამდე.
- შუასაუკუნოვანი ფენტეზი
- ისტორიული ფენტეზი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ლექცია ფენტეზის ჟანრის შესახებ“ - მაიკლ ჯოზეფი მიმოიხილავს ეპიკურ ფენტეზის და წყაროდ მოჰყავს ალექსანდრის თეორიები.
- „ბრტყელფეხიანი მუზა“, ლოიდ ალექსანდრი, ტერმინის „ეპიკური ფენტეზი“ გამომგონებელი, საუბრობს ფენტეზის სამყაროს შექმნაზე და „ფენტეზის პრობლემებზე და დისციპლინებზე“.
- „ფენტეზი წიგნების წერა: 7 რჩევა“ - ტერმინის წარმოშობა, ლოიდ ალექსანდრის ციტირებით და ჟანრში წერის რჩევებით.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჟანრის აღწერა: ეპიკური ფენტეზი. fandomania (11 მაისი 2011). ციტატა: „ეპიკური ფენტეზი, ალბათ, ფენტეზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეჟანრია.“ ციტირების თარიღი: 8 აგვისტო 2016.
- ↑ 2.0 2.1 ბრაიან სტეიბლფორდი, The A to Z of Fantasy Literature, (გვ. 198), Scarecrow Press, პლიმუთი. 2005. ISBN 0-8108-6829-6
- ↑ ბასი, კეთლინი; კარნოვსკი, ლი (2000) ლიტერატურული ჟანრების კითხვა და წერა. International Reading Assoc., გვ. 114. ISBN 978-0-87207-257-2.
- ↑ პერი, ფილის ჯინ (2003). ფენტეზის რომანების შესწავლა. Libraries Unlimited, გვ. vi. ISBN 978-1-56308-987-9.
- ↑ გემბლი, ნიკ; იეიტსი, სელი (2008) საბავშვო ლიტერატურის შესწავლა. SAGE Publications Ltd, გვ. 102–103. ISBN 978-1-4129-3013-0.
- ↑ კ. უ. სალივანი „ეპიკურ ფენტეზის“ უფრო დეტალურად აღწერს „საბავშვო ლიტერატურის საერთაშორისო თანმხლებ ენციკლოპედიაში“, 24-ე თავში - ავტორები პიტერ ჰანტი და შეილა ჯ. ბანისტერ რეი (Routledge, 1996 და 2004), თავი 24.
- ↑ 7.0 7.1 გარდნერ დოზუა, „ფენტეზის თანამედროვე კლასიკის შესავალი“. ნიუ-იორკი: St. Martin's Press, 1997. (xvi-xvii) ISBN 031215173X
- ↑ „სტივენ რ. დონალდსონის „ლორდ ფაულის წყევლა“ ეპიკური ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებია, რომელსაც ხშირად ადარებენ ჯ. რ. რ. ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელს“, თუმცა დონალდსონის მიდგომა მის გამოგონილ სამყაროში, მიწაში, საგრძნობლად განსხვავდება“. (გვ. 123) ჯეიმზ ე. განი, პარატექსტები: სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის შესავალი ლენემი: The Scarecrow Press, Inc., 2013. ISBN 9780810891227 (გვ. 123)
- ↑ მაიკლ მურკოკი. ჯადოსნობა და ველური რომანტიზმი: ეპიკური ფენტეზის კვლევა, გვ. 84. ISBN 1-932265-07-4.
- ↑ კეისი ლიბი, „არატიპური გმირები და მათი როლი ლიტერატურაში“
- ↑ პატრისია ა. მაკ-კილიპი, „ეპიკური ფენტეზის წერა“, გვ. 53, ფილიპ მარტინი, რედ., მწერლის მეგზუსი ფენტეზის ლიტერატურაში: Dragon's Lair-იდან to Hero's Quest-ამდე, ISBN 0-87116-195-8
- ↑ ტომ შიპი, ჯ.რ.რ. ტოლკინი: საუკუნის მწერალი, გვ. 120, ISBN 0-618-25759-4
- ↑ ჯოზეფ ა. მაკ-კალოუ V, „ხმლის და მაგიის დემარკაცია დაარქივებული 2008-10-10 საიტზე Wayback Machine. “
- ↑ ურსულა კ. ლე გუინი „კითხვა, რომელსაც ხშირად მისვამენ“ გვ. 274, ფიქრების ტალღა, ISBN 1-59030-006-8
- ↑ Dragonlance homepage. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2006. ციტირების თარიღი: 2 მარტი 2006.