სტივენ ერიკსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტივენ ერიკსონი
დაბადების თარიღი 7 ოქტომბერი, 1959(1959-10-07)[1] [2] [3] (64 წლის)
დაბადების ადგილი ტორონტო
ფსევდონიმი Steven Erikson
საქმიანობა ანთროპოლოგი, მწერალი[4] და არქეოლოგი
მოქალაქეობა  კანადა
ალმა-მატერი აიოვის უნივერსიტეტი
Magnum opus „მალაზანის დაცემულთა წიგნი“
ხელმოწერა

სტივენ ერიკსონი (ინგლ. Steven Erikson, დ. 7 ოქტომბერი, 1959, ნამდვილი სახელი სტივ რუნე ლუნდინი) — კანადელი მწერალი, აგრეთვე ცნობილი როგორც არქეოლოგი და ანთროპოლოგი.

ყველაზე მეტად ცნობილია ათტომიანი ფენტეზის ჟანრის რომანების სერიით „მალაზანის დაცემულთა წიგნი“, რომელიც 2012 წლისთვის გაიყიდა მილიონზე მეტი ასლის ოდენობით. SF Site-მა მას უწოდა „დონალდსონის „თომას კოვენანტის ქრონიკების“ შემდეგ ეპიკური ფენტეზის ჟანრის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები“[5], ხოლო Fantasy Book Review-მ – „უკანასკნელი დროის საუკეთესო ფენტეზი-სერია“.[6] გლენ კუკი მას უწოდებდა ეპიკური ფენტეზის ჟანრის წარმოსახვის შედევრს. „The New York Review of Science Fiction-ში“ სტივენ რ. დონალდსონი დადებითად აღწერდა ერიკსონს ფენტეზისადმი მიდგომას, ფენტეზის სტერეოტიპების ნგრევას, რთულ პერსონაჟებს, გამოხმაურებას სოციალურ მოვლენებზე — კერძოდ, პარალელებს გამოგონილი ლეთერასის და აშშ-ის ეკონომიკურ მოდელებს შორის — და ერიკსონს უწოდებდა „არაჩვეულებრივ მწერალს“, ადარებდა რას მას სხვა მწერლებს, რომელთა შორის ახსენა ჯოზეფ კონრადი, ჰენრი ჯეიმზი, უილიამ ფოლკნერი და ფიოდორ დოსტოევსკი.[7][8][9][10] sffworld.com-თან ინტერვიუში ერიკსონი აღიარებდა, რომ არც ფიქრობდა, რომ ეს სერია პოპულარული იქნებოდა და მისი წარმატებით გაოგნებული იყო.[11] მან აგრეთვე აღნიშნა, რომ მკითხველებს სერია „ან მოსწონთ, ან უყვართ“.[11]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც სტივენ ერიკსონი

მალაზანის დაცემულთა წიგნი:

ქარკანასის ტრილოგი:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  2. NooSFere — 1999.
  3. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  4. Library of Congress Library of Congress Name Authority File
  5. Thompson, William. (2004)The SF Site Featured Review: Midnight Tides. The SF Site. ციტირების თარიღი: 2009-02-22.
  6. House of Chains by Steven Erikson. Fantasy Book Review. Fantasybookreview.com (2008). ციტირების თარიღი: August 10, 2009.
  7. Steven Erikson. ციტირების თარიღი: July 11, 2009.
  8. Stephen R. Donaldson: Epic Fantasy: Necessary Literature. The New York Review of Science Fiction (18 March 2015). ციტირების თარიღი: 14 February 2017.
  9. Episode 264: Glen Cook and Steven Erikson. The Coode Podcast, Discussion and digression on science fiction and fantasy with Gary Wolfe and Jonathan Strahan (14 January 2016). ციტირების თარიღი: 14 February 2017.
  10. Gardens of the Moon by Steven Erikson. macmillan.com. ციტირების თარიღი: 14 February 2017.
  11. 11.0 11.1 Interview with Steven Erikson. SFFWorld.com (January 21, 2006). ციტირების თარიღი: July 11, 2009.
  12. http://forum.malazanempire.com/topic/23516-all-3-kharkanas-titles-revealed/