შინაარსზე გადასვლა

ელნურ ალაჰვერდიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელნურ ალაჰვერდიევი
აზერბაიჯანის VI მოწვევის პარლამენტის წევრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა10 მარტი, 2020

დაბადებული21 აპრილი, 1978 (1978-04-21) (46 წლის)
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ
მოქალაქეობააზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
პოლიტიკური პარტიაახალი აზერბაიჯანი
განათლებააზერბაიჯანის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი

ელნურ ალაჰვერდიევი (აზერ. Elnur Marat oğlu Allahverdiyev; დ. 21 აპრილი, 1978, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ) — აზერბაიჯანელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, აზერბაიჯანის VI მოწვევის პარლამენტის წევრი.

ელნურ ალაჰვერდიევი დაიბადა 1978 წლის წლის 22 აპრილს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. 1995-1999 წლებში სწავლობდა აზერბაიჯანის საერთაშორისო უნივერსიტეტის (ABU) სამართლის სპეციალობზე. 1999-2000 წლებში მსახურობდა აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებში, ყაზახის რაიონში. 2012-2015 წლებში სწავლობდა აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის იურიდიული მედიაციის სპეციალობზე.

2001 წლიდან ალაჰვერდიევი „ABC-Telecom„-ის პრეზიდენტია. 2014 წლის 14 ნოემბრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე იყო სლოვენიის საპატიო კონსული აზერბაიჯანში .

2020 წლის 9 თებერვალს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში პარტია ახალი აზერბაიჯანის კანდიდატი გახდა და იასამალის III საარჩევნო ოლქიდან მილი მეჯლისის VI მოწვევის დეპუტატად აირჩიეს, საცაც ხმების 40% მოიპოვა.[1] ელნურ ალავერდიევი, რომელიც უფლებამოსილების შესრულება 2020 წლის 10 მარტიდან დაიწყო, გახდა მილი მეჯლისის ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის, ეკონომიკური პოლიტიკის, მრეწველობისა და მეწარმეობის კომიტეტის, აგრეთვე საანგარიშო კომისიის წევრი.[2][3]

ჰყავს სამი შვილი. მამამისი, მარატ ალაჰვერდიევი, იყო აზერბაიჯანის სსრ-ის უმაღლესი საბჭოს წევრი.

  1. „Candidates elected by constituencies in the Parliamentary elections to be held in Azerbaijan on february 9, 2020“ ((აზერბაიჯანული)). 10.02.2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20.08.2020. ციტირების თარიღი: 20.08.2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  2. „Azərbaycan Milli Məclisinin Gənclər və idman Komitəsi üzvlərinin seçilməsi haqqında Azərbaycan Milli Məclisinin 14 mart 2020-ci il tarixli 21-VIQR nömrəli Qərarı“ ((აზერბაიჯანული)). 14.03.2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20.08.2020. ციტირების თარიღი: 20.08.2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  3. „Azərbaycan Milli Məclisinin İqtisadi siyasət, sənaye və sahibкarlıq Komitəsinin üzvlərinin seçilməsi haqqında Azərbaycan Milli Məclisinin 14 mart 2020-ci il tarixli 16-VIQR nömrəli Qərarı“ ((აზერბაიჯანული)). 14.03.2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20.08.2020. ციტირების თარიღი: 20.08.2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)