ეთელ კენედი
ეთელ კენედი | |
---|---|
კენედი 2018 წელს | |
დაბადების სახელი | ეთელ სკაკელი |
დაბადების თარიღი |
11 აპრილი, 1928 ჩიკაგო, ილინოისი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
საქმიანობა | ადამიანის უფლებების დამცველი |
პარტია | დემოკრატიული პარტია (აშშ) |
მეუღლე(ები) | რობერტ კენედი |
შვილ(ებ)ი | 11 |
მშობლები | მამა: ჯორჯ სკაკელი |
ეთელ კენედი (ინგლ. Ethel Kennedy; დ. 11 აპრილი, 1928) — ამერიკელი ადამიანის უფლებების დამცველი. ამერიკელი სენატორის რობერტ ფ. კენედის ქვრივი, პრეზიდენტ ჯონ კენედის რძალი და ჯორჯ სკაკელისა და ენ ბრანაკის მეექვსე შვილი. 1968 წელს ქმრის მკვლელობიდან მალევე, კენედიმ დააარსა რობერტ ფ. კენედის იუსტიციისა და ადამიანის უფლებების ცენტრი, რომელიც არის არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაცია. 2014 წელს ეთელ კენედი პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა.
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეთელ სკაკელი დაიბადა ჩიკაგოში ბიზნესმენ ჯორჯ სკაკელისა და მდივნის ენ ბრანაკის ოჯახში. მისი მშობლები დაიღუპნენ 1955 წელს ავიაკატასტროფაში. [1] ის არის სკაკელების ოთხი ქალიშვილიდან მესამე და შვიდიდან მეექვსე შვილი, ჰყავს ხუთი უფროსი და-ძმა, ჯორჯანი, ჯეიმსი, ჯორჯ უმცროსი, რაშტონი და პატრიცია და ერთი უმცროსი და, ენი. მამამისი ჯორჯი იყო ჰოლანდიური წარმოშობის პროტესტანტი [2], ხოლო ენი იყო ირლანდიური წარმოშობის კათოლიკე. ეთელი და მისი და-ძმები კათოლიკეებად იზრდებოდნენ გრინვიჩში, კონექტიკუტში. ჯორჯ სკაკელი იყო Great Lakes Carbon Corporation-ის დამფუძნებელი. ეთელი დადიოდა გრინვიჩის გოგონების აკადემიაში და დაამთავრა წმინდა გულის მონასტერი მანჰეტენში, 1945 წელს.
1945 წლის სექტემბერში სკაკელმა დაიწყო მანჰეტენვილის კოლეჯში სწავლა, სადაც იყო მომავალი რძლის ჟან კენედის კლასელი. [3] ეთელი პირველად შეხვდა ჟანის ძმას, რობერტ კენედის, 1945 წლის დეკემბერში კვებეკში, სათხილამურო მოგზაურობის დროს, მოგზაურობის დროს რობერტ კენედიმ დაიწყო ურთიერთობა ეთელის უფროს დასთან, პატრიციასთან. ამ ურთიერთობის დასრულების შემდეგ, მან დაიწყო შეხვედრა ეთელთან. კამპანია ჩაატარა რობერტის უფროსი ძმის, ჯონ კენედის სასარგებლოდ. ასევე დაწერა თავისი კოლეჯის დისერტაცია ჯონის წიგნზე, რატომ ეძინა ინგლისს. [4] სკაკელმა მიიღო ბაკალავრის ხარისხი მანჰეტენვილში 1949 წელს [5] [6]
ქორწინება და ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რობერტ კენედი და ეთელ სკაკელი დაინიშნენ 1950 წლის თებერვალში და დაქორწინდნენ 1950 წლის 17 ივნისს, წმინდა მარიამის კათოლიკურ ეკლესიაში გრინვიჩში, კონექტიკუტი. [7]
1950-იან წლებში რობერტ ფ. კენედი მუშაობდა ფედერალურ მთავრობაში, შეერთებული შტატების სენატში, როგორც მრჩეველი. [8] კენედებმა რობერტის ძმის, ჯონისა და მისი მეუღლის, ჟაკლინისგან, იყიდეს ვილა ჰიკორი ჰილი, მაკლინში, ვირჯინიაში. [9] რობერტმა და ეთელ კენედიმ მრავალი შეკრება გამართეს საკუთარ სახლში და ცნობილნი იყვნენ სტუმრების შთამბეჭდავი და ეკლექტიკური სიებით. [10]
1962 წელს პრეზიდენტმა კენედიმ ეთელსა და რობერტს დაავალა თოთხმეტი ქვეყნის მონახულება 28-დღიანი მოგზაურობის ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობა არაფორმალური იყო, მასპინძელი ქვეყნები მას და რობერტს განიხილავდნენ, როგორც პრეზიდენტისა და პირველი ლედის მხარდამჭერებს. [11]
1963 წლის 22 ნოემბერს ეთელმა ქმრისგან შეიტყო პრეზიდენტ კენედის მკვლელობის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ეთელი განადგურებული იყო მკვლელობის შედეგად და წუხდა დისშვილისა და ძმისშვილის გამო. [12]
რობერტ კენედის მკვლელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1968 წლის 5 ივნისს, შუაღამის შემდეგ, რობერტ ფ. კენედი სასიკვდილოდ დაჭრა სირჰან სირჰანმა და მეორე დღესვე გარდაიცვალა. აშშ-ს პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა 5 ივნისი გლოვის დღე გამოაცხადა. ეთელმა ჯონსონს წერილი გაუგზავნა 19 ივნისს, სადაც მადლობა გადაუხადა მას და მის მეუღლეს, პირველ ლედი ბერდ ჯონსონს, გაწეული დახმარებისთვის. ქმრის მკვლელობის შემდეგ ეთელ კენედიმ საჯაროდ განაცხადა, რომ აღარასოდეს დაქორწინდებოდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას სადილებზე, წვეულებებზე და თეატრში თან ახლდა მომღერალი და ოჯახის მეგობარი ენდი უილიამსი.
ბავშვები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რობერტსა და ეთელ კენედის 18 წლიანი ქორწინების პერიოდში ეყოლათ თერთმეტი შვილი: კეტლინი, ჯოზეფი, რობერტ უმცროსი, დევიდი, კორტნი, მაიკლი, კერი, კრისტოფერი, მაქსი, დუგლასი და რორი. რორი დაიბადა მას შემდეგ, რაც სენატორი კენედი მოკლეს. [13] კეტლინი მსახურობდა მერილენდის გუბერნატორის ლეიტენანტად 1995 წლიდან 2003 წლამდე, ხოლო ჯოზეფი იყო აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრი 1987 წლიდან 1999 წლამდე.
მოგვიანებით ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კენედიმ ვილა ჰიკორი ჰილი 8,25 მილიონ დოლარად გაყიდა 2009 წლის დეკემბერში. [14] [15]
2008 წლის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ეთელ კენედიმ მხარი დაუჭირა ბარაკ ობამას. [16] კენედიმ 2008 წლის ივნისში ჰიკორი ჰილზე 6 მილიონიანი დოლარის ოდენობის სადილზე ბარაკ ობამას უმასპინძლა.
2012 წელს კენედი გამოჩნდა დოკუმენტურ ფილმში; დოკუმენტური ფილმის რეჟისორი მისი უმცროსი შვილი, ქალიშვილი რორი იყო. ფილმი, სახელწოდებით ეთელი, ასახავს კენედის ადრეულ პოლიტიკურ ჩართულობას, მის ცხოვრებას რობერტ ფ. კენედისთან და რობერტის გარდაცვალების შემდეგ წლებს. მასში წარმოდგენილია ინტერვიუები ეთელთან და მის შვილებთან, სადაც ასევე ნაჩვენებია ოჯახის ვიდოები და ფოტო არქივები.
2019 წლის მონაცემებით, კენედი ცხოვრობს ჰიანის პორტში, მასაჩუსეტსში. [17]
მემკვიდრეობა და ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1981 წელს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა თეთრი სახლის ვარდების ბაღში კენედი რობერტ ფ. კენედის მედლით დააჯილდოვა. [18]
2014 წელს, მდინარე ანაკოსტიაზე ხიდს დაარქვეს ეთელ კენედის ხიდი მის პატივსაცემად. [19]
ასევე 2014 წელს, ეთელ კენედის ბარაკ ობამას მიერ მიენიჭა თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი „სოციალური სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვისა და სიღარიბის შემცირებაში შეტანილი წვლილისთვის“. [20] [21]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შლეზინგერი, არტურ მაიერ უმცროსი, რობერტ კენედი და მისი დრო, ჰაუტონ მიფლინ ჰარკორტი, 2002 წ.ISBN 0-618-21928-5
- ტარაბორელი, ჯ. რენდი. ჯეკი, ეტელი, ჯოანი: კამელოტის ქალები . Warner Books: 2000 წ.ISBN 0-446-52426-3ISBN 0-446-52426-3
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ეთელ კენედი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ამერიკული გამოცდილება : RFK ხალხი და ღონისძიებები დაარქივებული 2017-03-18 საიტზე Wayback Machine. - PBS-დან
- დოკუმენტური ფილმი - ეტელი (2012)
- გარეგნობა C-SPAN-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Schlesinger, Arthur Meier Jr. (2002). Robert Kennedy and His Times. Houghton Mifflin Harcourt, p. 87
- ↑ Sheenan, Susan (November 3, 1969). „Heaven Still Has Pearly Gates, Angels, For Ethel“. The Palm Beach Post. p. C-4.[მკვდარი ბმული]
- ↑ McMullen, Troy. (August 26, 2009) The Last Kennedy: Jean Kennedy Smith.
- ↑ Ethel Skakel Kennedy - JFK Library."Ethel Skakel Kennedy - JFK Library". www.jfklibrary.org.
- ↑ Kennedy, Ethel (1928—) - Encyclopedia.com."Kennedy, Ethel (1928—) - Encyclopedia.com". www.encyclopedia.com.
- ↑ Ethel Kennedy.
- ↑ On This Day: Robert F. Kennedy and Ethel Skakel marry in 1950 (June 17, 2019).
- ↑ "Chapter 18. Records of Senate Select Committees, 1789–1988." In Guide to the Records of the United States Senate at the National Archives, 1789–1989: Bicentennial Edition. (Doct. No. 100-42) Robert W. Coren, Mary Rephlo, David Kepley, and Charles South, eds. Washington, D.C.: National Archives and Records Administration, 1989. (October 25, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 7, 2017. ციტირების თარიღი: თებერვალი 9, 2022.
- ↑ Ethel Kennedy selling Hickory Hill.
- ↑ Leonard, Mary (October 21, 2003). „'Shock' over plan to sell RFK home“. The Boston Globe.
- ↑ Oppenheimer, Jerry (1994). The Other Mrs. Kennedy : An Intimate and Revealing Look at the Hidden Life of Ethel Skakel Kennedy. St. Martin's Paperbacks, გვ. 287.
- ↑ Oppenheimer, p. 352.
- ↑ Anderson, Lisa. „A CHILD OF TRAGEDY POSTPONES HER WEDDING“. Chicago Tribune.
- ↑ Clymer, Adam. (July 11, 2011) Family of Robert F. Kennedy Rethinks His Place at Library.
- ↑ Gowen, Annie. (December 1, 2013) Tech entrepreneur's renovation of Hickory Hill signals new business guard remaking D.C..
- ↑ Ethel Kennedy Endorses Barack Obama (February 2, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 6, 2008. ციტირების თარიღი: თებერვალი 9, 2022.
- ↑ Seelye, Katharine Q.. (August 1, 2019) Granddaughter of Robert F. Kennedy Dies After Overdose at Family's Compound.
- ↑ Weisman, Jonathan (July 24, 1999). „JFK Jr. visited White House at invitation of Nixon, Reagan“. The Baltimore Sun. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-18. ციტირების თარიღი: 2022-02-09.
- ↑ Ethel Kennedy Bridge is dedicated, at long last. Washington Post. ციტირების თარიღი: November 24, 2014
- ↑ President Obama Names Recipients of the Presidential Medal of Freedom. whitehouse.gov. ციტირების თარიღი: November 24, 2014
- ↑ Obama awards Presidential Medal of Freedom to 18. San Francisco Chronicle. ციტირების თარიღი: November 24, 2014