ედუარდი (ედინბურგის ჰერცოგი)
პრინცი ედუარდი | |
---|---|
Prince Edward, Duke of Edinburgh | |
პრინცი ედუარდი 2015 წლის თებერვალში | |
ედინბურგის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 10 მარტი, 2023 |
მმართ. დასასრული: | დღემდე |
წინამორბედი: | ფილიპი |
მემკვიდრე: | პრინცი ჯეიმზი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 10 მარტი, 1964 |
დაბ. ადგილი: | ლონდონი, ბაკინგემის სასახლე |
მეუღლე: | სოფი რაი-ჯოუნსი (1999-) |
შვილები: | ლუიზი, ჯეიმზი |
დინასტია: | უინძორები |
მამა: | ჰერცოგი ფილიპე |
დედა: | ელისაბედ II |
რელიგია: | ანგლიკანიზმი |
პრინცი ედუარდი (ინგლ. Edward Antony Richard Louis; დ. 10 მარტი, 1964, ბაკინგემის სასახლე, ლონდონი) — ედინბურგის ჰერცოგი, გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ისა და ჰერცოგ ფილიპეს უმცროსი შვილი. დღეს ედუარდი არის ტახტის მე-14 მემკვიდრე და შესაბამისად, ძალიან ცოტა შანსია იმისა, რომ ის ტახტზე ავიდეს.
მისი სამეფო უმაღლესობა პრინცი ედუარდი დაიბადა 1964 წლის 10 მარტს, ბაკინგემის სასახლეში. 1999 წლის 6 იანვარს ის დაქორწინდა სოფი რაი-ჯოუნსზე. 2023 წლის 10 მარტამდე ატარებდა უესექსის ერლის ტიტულს, რომელიც მის ვაჟს, ჯეიმზს გადაულოცა.
2023 წლის 10 მარტს მისმა უფროსმა ძმამ მეფე ჩარლზ III-მ პრინცი ედუარდი გამოაცხადა ახალ ედინბურგის ჰერცოგად, რადგანაც ტიტული მათი მამის, პრინცი ფილიპის გარდაცვალების შემდეგ (9 აპრილი, 2021) ვაკანტური იყო.[1]
პრინც ედუარდსა და მის მეუღლე სოფის ჰყავთ ორი შვილი: პრინცესა ლუიზი (დ. 8 ნოემბერი, 2003) და პრინცი ჯეიმზი (დ. 17 დეკემბერი, 2007).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Edward's pages at the official royal website
- Prince Edward, Earl of Wessex კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „King Charles grants Prince Edward Duke of Edinburgh title“. BBC News (ინგლისური). 10 მარტი, 2023. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)