შინაარსზე გადასვლა

დროზერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დროზერა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Drosera

დროზერა, ცვრიანა (ლათ. drosera) — მრავალწლოვანი (იშვიათად ერთწლოვანი) მწერიჭამია მცენარეების გვარი დროზერასებრთა ოჯახისა. მისი ფესვთანური, როზეტად შეკრებილი ფოთლები მოფენილია ჯირკვლოვანი ბუსუსებით, მაგრამ გამოყოფილი წებოვანი სეკრეტის საშუალებით მცენარე იჭერს და ინელებს მწერს. დროზერა იზრდება ტორფიან ჭაობებში.

დროზერას 90-მდე სახეობა არქტიკის გარდა, ყველგანაა გავრცელებული; სახეობათა უმრავლესობა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაშია. საქართველოშიც გვხვდება დროზერას 3 სახეობა: მრგვალფოთოლა (D. rotundifolia), ინგლისური (D. anglica) და შუალედური (D. intermedia). უძველესი ბორეალური ფლორის სახეობებია. იზრდება მხოლოდ აჭარაში, მთის ქვედა და ალპური სარტყლის ტორფიან ჭაობებში. გვხვდება ერთეულებად ან ჯგუფებად. სამივე სახეობა შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“.