დაუნინგ-სტრიტი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
დაუნინგ სტრიტი (ინგლ. Downing Street) — ქუჩა ლონდონში, რომელზეც ორ საუკუნეზე მეტია ცხოვრობს გაერთიანებული სამეფოს კაბინეტის ორი უმთავრესი მინისტრი: ხაზინის პირველი ლორდი, ანუ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი და ხაზინის მეორე ლორდი, ანუ ფინანსთა მინისტრი. ქუჩის ყველაზე ცნობილი მისამართი არის დაუნინგის ქუჩა 10, ხაზინის პირველი ლორდის ანუ თანამედროვე დროში, პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია. შესაბამისად, ტერმინები დაუნინგის ქუჩა ან ნომერი 10 ხშირად გამოიყენება პრემიერ-მინისტრის ან მისი ადმინისტრაციის აღსანიშნავად. მსგავსად, ნომერი 11 იხმარება ფინანსთა მინისტრის ან მისი ადმინისტრაციის შესახებ საუბრისას. დაუნინგის ქუჩა მდებარეობს უაიტჰოლზე, ცენტრალურ ლონდონში, ბრიტანეთის პარლამენტიდან რამდენიმე წუთის ფეხით სავალ დისტანციაზე. პრემიერ-მინისტრს, ფინანსთა მინისტრს და მთავარ უიპს აქვთ რეზიდენციები ქუჩის მარჯვენა მხარეს. ქუჩის მოპირდაპიე მხარეს მდებარე ბინები კი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის, რომელმაც ისინი მეცხრამეტე საუკუნეში გამოცვალა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქუჩა აშენებული იქნა 1860 წელს, სერ ჯორჯ დაუნინგის, პირველი ბარონეტი (1632-1689) მიერ.[1] უწინ დაუნინგ სტრიტის ადგილას იდგა ჰემპდენ ჰაუსი. დაუნინგი იყო სამხედრო და დიპლომატი, რომელიც ოლივერ კრომველსა და მეფე ჩარლზ II-ს ემსახურებოდა. დაუნინგი უძრავი ქონების ინვესტორი იყო, რითაც მან საკმაოდ დიდი სიმდიდრე დააგროვა. 1654 წელს, მან შეიძინა წმინდა ჯეიმზის პარკის სამხრეთით მდებარე მიწა, რომელიც პარლამენტიდან ფეხით სავალ დისტანციაზე იყო განთავსებული.