დასავლეთ ფრანკთა სამეფო
იერსახე
დასავლეთ ფრანკთა სამეფო Francie occidentale სამეფო | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
დედაქალაქი | პარიზი | |||
ენა | ლათინური, ძველი ფრანგული, ძველი ოქსიტანური, ბრეტონური | |||
რელიგია | რომის კათოლიკური ეკლესია | |||
ფულის ერთეული | სოლიდი, ტრიენსი, დენარი, პფენიგი | |||
მოსახლეობა | ფრანგები, ბრეტონელები, ნორმანები | |||
მმართველობის ფორმა | მემკვიდრეობითი მონარქია | |||
დინასტია | კაროლინგები | |||
დასავლეთ ფრანკთა სამეფო (ფრანგ. Francie occidentale) — სახელმწიფო ამჟამინდელი საფრანგეთის ტერიტორიაზე, წარმოიქმნა ფრანკთა იმპერიის გაყოფის შედეგად.
843 წელს კარლოს დიდის შვილიშვილებმა, ლოთარ I-მა, ლუდვიგ II გერმანელნმა და შარლ II მელოტმა დადეს ვერდენის ხელშეკრულება ფრანკთა იმპერიის გაყოფის შესახებ. ლოთარმა შეინარჩუნა იმპერატორის ტიტული და მიიღო იტალია და რაინისა და რონის მიმდებარე ზოლის ვრცელი მიწები (შუა ფრანკთა სამეფო), ლუდოვიკო გერმანელმა — რაინის აღმოსავლეთით მდებარე მიწები (აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო), კარლოს მელოტმა — რაინის დასავლეთით მდებარე მიწები (დასავლეთ ფრანკთა სამეფო).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Carlrichard Brühl: Die Geburt zweier Völker. Deutsche und Franzosen (9.–11. Jahrhundert). Böhlau Verlag, Köln u. a. 2001.