შინაარსზე გადასვლა

დანიის ტურიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრონბორგის ციხესიმაგრე, ჰელსინგერი
ელინგეს ქვები

ტურიზმი დანიაში ძირითადად მეზობელი ქვეყნების მოსახლეობის ხარჯზე საზრდოობს, მათ შორის პირველ ადგილზეა გერმანია, რომელსაც მოსდევენ შვედეთი, ნორვეგია და ნიდერლანდები. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ტურიზმის რეიტინგი აჩვენებს, რომ 2010 წელს დანიას 8,7 მლნ მნახველი ჰყავდა. ქვეყანაში მთლიანი წლიური ღამისთევათა რიცხვი 2011 წელს გარკვეულწილად შემცირდა.[1][2]

დანიაში მრავალი ქვიშიანი პლაჟია, რომლებიც ძირითადად გერმანელ ტურისტებს იზიდავს. შვედი და ნორვეგიელი ტურისტები ძირითადად კოპენჰაგენს სტუმრობენ; მრავალი სკანდინავიელი ახლაგაზრდა დანიაში იაფი და ადვილად საშოვნელი ლუდის, ღვინისა და სპირტის გამო ჩამოდის.

დანია, როგორც ევროპის უძველესი სამეფო და ჰანს კრისტიან ანდერსენის სამშობლო, ტურისტულ ბაზარზე ხშირად იყიდება „ზღაპრული ქვეყნის“ სახელით. ეს ტერმინი იმდენადაა დამკვიდრებული, რომ დღემდე გამოიყენება საერთაშორისო ახალ ამბებში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: