გუანტანამოს პროვინცია
პროვინცია | |
---|---|
გუანტანამოს პროვინცია Provincia de Guantánamo | |
ქვეყანა | კუბა |
ადმ. ცენტრი | გუანტანამო |
შიდა დაყოფა | ბარაკოა, კაიმანერა, ელ-სალვადორი, გუანტანამო, იმიასი, მანუელ-ტამესი, ნისეტო-პერესი, სან-ანტონიო-დელ-სური და იატერასი |
კოორდინატები | 20°07′50″ ჩ. გ. 75°12′10″ დ. გ. / 20.13056° ჩ. გ. 75.20278° დ. გ. |
ფართობი | 6 167,97 კმ² |
მოსახლეობა | 510 706 კაცი (2004) |
სიმჭიდროვე | 82,8 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC-5 |
სატელეფონო კოდი | +53-021 |
გუანტანამოს პროვინცია — პროვინცია კუბაში. მდებარეობს კუნძულის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში. დედაქალაქია გუანტანამო. სხვა მნიშვნელოვან ქალაქებს შორისაა ბარაკოა. გუანტანამოს უბესთან მდებარეობს აშშ-ის საზღვაო ფლოტის ბაზა.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გუანტანამოს არქიტექტურა და კულტურა განსხვავდება დანარჩენი კუბისგან. თავდაპირველი მოსახლეები იყვნენ კატალონიელები ამპურდანის რეგიონიდან, კატალონიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან (1764 წ). 40 წლის განმავლობაშე ეს არეალი ბრიტანულ ძალებს ეკავა და ამის შემდეგ, შოტლანდიელი და ირლანდიელი მოსახლეები ესპანური მმართველობის მუდმივი თავის ტკივილი გახდნენ. 1805 წელს, როდესაც ფრანგული ძალები ჰაიტიზე, სანტო-დომინგოში გამაგრდნენ, კუბისკენ 35 000-მა ფრანგმა მოსახლემ მოაშურა. ბევრი მათგანი გუანტანამოს არეალში დასახლდა და ყავისა და კაკაოს პლანტატორი გახდა. ამ დროინდელი ბევრი მათი შენობა საოცრად წააგავს აშშ-ის ლუიზიანის შტატის ახალი ორლეანის ფრანგული კვარტალისას. გუანტანამომ ასევე მიიღო იამაიკელი იმიგრანტების მნიშვნელოვანი რაოდენობა.
1959 წლის კუბის რევოლუციამდე, მთელს ქვეყანაში ცნობილი იყო გუანტანამოს კარნავალები.
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პროვინცის ჰაიტის უახლოეს წერტილამდე მხოლოდ 80 კმ აშორებს. ისე, რომ მოწმენდილ ღამეს ჰაიტის განათებების დანახვაც კი შესაძლებელია.
პროვინციაში დომინირებს ნიპე-საგუა-ბარაკოას მთები, რომელიც ყოფს კლიმატსა და ლანდშაფტს. ჩრდილოეთი სანაპირო, რომელიც გაბატონებული ქარებით ხასიათდება, ქვეყნის ყველაზე ტენიანი ადგილია, სამხრეთი კი მშრალი და ყველაზე ცხელი. ჩრდილოეთისთვის დამახასიათებელია ნოტიო ტროპიკული ტყეები, მაშინ, როცა სამხრეთი გვალვიანია და გავრცელებულია კაქტუსები.
მუნიციპალიტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გუანტანამოს პროვინცია 10 მუნიციპალიტეტისგან შედგება:
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Complete guide to Guantanamo City
- Detailed information about Zoologico de Piedra (Stone Zoo)
- (ესპანური) Página Inicio del Sitio Oficial de la Ciencia en Guantánamo დაარქივებული 2008-12-23 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
- ↑ Statoids. (July 2003)Municipios of Cuba. ციტირების თარიღი: 2007-10-06.
|