გროდნოს ახალი ციხესიმაგრე
ახალი ციხესიმაგრე ბელარ. Новы замак | |
---|---|
ინფორმაცია ციხესიმგრეზე | |
მდებარეობა |
გროდნო ბელარუსი |
არქიტექტურული სტილი | როკოკო, ნეოკლასიციზმი |
მშენებლობა | 1734—1751 |
არქიტექტორი | კარლ ფრიდრიხ პეპელმანი |
დამაარსებელი | აუგუსტოს III |
გროდნოს ახალი ციხესიმაგრე — ახალი სამეფო სასახლე, აშენებული გროდნოში, ძველი სასახლის (ძველი ციხესიმაგრე) მოპირდაპირედ, 1734-1751 წლების განმავლობაში, პოლონეთის და ლიტვის დიდი მთავრის აუგუსტოს III მეფობის დროს, აშენდა როგორც პოლონეთის მეფეთა და ლიტვის დიდი მთავრების საზაფხულო რეზიდენცია. შექმნილია კარლ ფრიდრიხ პეპელმანის მიერ. ციხესიმაგრეზე მუშაობდნენ ასევე ჯოჰან ფრიედრიჩჰ კნებელი, ჯოაჩიმ დანიელ ჯაუჩი და 1789 წლამდე ჯუზეპე დე საკო. აქ ტარდებოდა რეჩ პოსპოლიტას გენერალური სეიმები.
ამ შენობაში, 1793 წელს უკანასკნელად ჩატარდა რეჩ პოსპოლიტას საერთო სეიმი, სადაც ხელი მოეწერა შეთანხმებას რეჩ პოსპოლიტას დაყოფაზე რუსეთისა და პრუსიას შორის, სადაც 1795 წელს პოლონეთის მეფე და ლიტვის დიდი მთავარი სტანისლავ ავგუსტ პონიატოვსკიმ ხელი მოაწერა გადადგომის აქტს. მეფე 1797 წლამდე ცხოვრობდა აქ.
სასახლის ერთ ნაწილში განლაგებული იყო სამეფო ბინები, ხოლო მეორე ნაწილი განკუთვნილი იყო სეიმისთვის. სეიმის საჭიროებებისთვის სასახლის ეზოში 1726 წელს აშენდა სპეციალური შენობა. 1750 წლის შემდეგ აშენდა სამლოცველო დაფარული გუმბათით, ასევე ნაწილობრივ შემორჩენილია შესასვლელი კარიბჭე. რეჩ პოსპოლიტას დაყოფის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ სასახლეში მოაწყო საავადმყოფო და ყაზარმები.
1944 წლის ივლისში სამხედრო მოქმედებების შედეგად შენობა დაიწვა. აღადგინეს 1952 წელს საბჭოთა ნეოკლასიციზმის სტილში. მასში განთავსებული იყო სკკპ-ს რეგიონული კომიტეტი. ამჟამად, აქ განთავსებულია გროდნოს ისტორიული და არქეოლოგიური მუზეუმის გამოფენის ნაწილი. 1994 წელს, ციხესიმგრის კედელზე განთავსდა მემორიალური დაფა 1794 წელს ტადეუშ კოსციუშკოს ხელმძღვანელობით მომხდარ ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყების პატივსაცემად.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Walter Hentschel: Die sächsische Baukunst des 18. Jahrhunderts in Polen, Berlin (Ost) 1967, Bd. 1, S. 189 f., S. 285—297, Abb. 58; Bd. 2, Abb. 217-220b, 369—399.
- Walter May: Das sächsische Bauwesen unter August II. und August III. von Polen, in: Polen und Sachsen — zwischen Nähe und Distanz, Dresden 1997 (Dresdner Hefte; 50), S. 17 — 26.