გროდნოს ძველი ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძველი ციხესიმაგრე
ბელარ. Стары замак
ინფორმაცია ციხესიმგრეზე
მდებარეობა გროდნო
ბელარუსის დროშა ბელარუსი
არქიტექტურული სტილი გოთიკა, რენესანსი
დაარსების თარიღი მე-10 საუკუნის ბოლო მე-11 საუკუნის დასაწყისი
მშენებლობა მე-11 — მე-19 საუკუნეები
ოფიციალური ვებ-გვერდი history.grodno.museum.by

ძველი ციხესიმაგრე — ციხესიმაგრე გროდნოში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი თავდაცვითი ნაგებობა აშენდა რუსი მთავრების მიერ IX საუკუნეში. XIII საუკუნეში გროდნო (გოროდნა) ლიტვის დიდი სამთავროს ნაწილი გახდა შემდეგი ათასწლეულის დასაწყისიდან, გახდა სამიზნე ჯვაროსნების მრავალრიცხოვანი თავდასხმების. 1391 წელს ციხესიმაგრე გახდა ვიტოვტის ერთ-ერთ ძირითად რეზიდენციად, რომელიც 1398 წელს ხის ციხესიმაგრის ნაცვლად ააშენა ქვის გოთური ციხესიმაგრე ხუთი კოშკით. ეს შენობა შენახულია დღემდე.

დაახლოებით ამავე დროს, ციხესიმაგრეს ტერიტორიაზე აშენდა ე.წ. ქვედა ეკლესია. არქეოლოგების ვარაუდით, იგი აგებული იყო იგივე ტექნოლოგიით, როგორც ბორისოგლებსკის ეკლესიაა აშენებული, ასევე იგივე არქიტექტორებით. მშენებლობის სპეციფიკა გამოიხატებოდა იმაში, რომ უზარმაზარი ლოდები იყო გაყოფილი ნახევრად და აგურთან ერთად დატანილი იყო კედელზე, ციხის გარე ნაწილზე. ეს ეხმარებოდა სამშენებლო მასალების დაზოგვაში, ასევე კედლის შემდგომ გაძლიერებაში. ქვედა ეკლესიის ფუნდამენტი და კედლების ნარჩენები დღესდღეობით ღიაა მნახველებისთვის.[1]

1445 წელს ლიტვის დიდმა მთავარმა კაზიმირ IV-მ მიიღო აქ პოლონეთის ელჩი, რომელმაც შესთავაზა მას გვირგვინი, ხოლო 1492 წელს ის გარდაიცვალა ამ ციხესიმაგრეში. ხშირად აქ ჩერდებოდა სტეფანე ბატორი, რომელიც რეალურად გროდნო გადააქცია თავისი სამეფოს დედაქალაქად. დაახლოებით 1580 წელს მეფის ინიციატივით, ციხესიმაგრე გადაკეთდა რენესანსის სტილში, იტალიელი არქიტექტორის სკოტოს მიერ.

1655 წელს ციხესიმაგრე მთლიანად გაანადგურდა რუსეთის ჯარების მიერ რუსეთ-პოლონეთის 1654-1667 წლების ომის დროს. ციხესიმაგრე თავიდან ააშენა ლიტვის კანცლერმა და გროდნოს ხელმძღვანელმა ქშიშტოპ ზიგმუნდ პაკმა. 1678 წლიდან, ციხესიმაგრეში იმართებოდა ყოველი მესამე ჟეჩ პოსპოლიტას სეიმის სხდომა. XVIII საუკუნის დასაწყისში, ჩრდილოეთის ომის დროს შვედებმა გადაწვეს და მას შემდეგ აღარ დაბრუნებია თავისი ღირებულება.

XVIII საუკუნის შუაში აშენდა გროდნოს ახალი ციხესიმაგრე და ძველმა შეწყვიტა თავისი ფუნქციის შესრულება. ჟეჩ პოსპოლიტას დანაწილების და გროდნოს რუსეთის იმპერიის მიერ შეერთების შემდეგ, XIX საუკუნეში იგი აღადგენილ იქნა, როგორც სამეფო ყაზარმები.

დღეს ციხესიმაგრეში განთავსებულია გროდნოს ისტორიულ და არქეოლოგიური მუზეუმის მთავარი ექსპოზიცია. შემოშავებულია ციხესიმაგრის რეკონსტრუქციის პროექტი, რომლის შედეგად ის მიიღებს სტეფანე ბატორის დროინდელ ფორმას, მუშაობა დაიწყო 2015 წელს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Старый Замок в Гродно. История и фото Старого замка. belarus.svobodno.su. ციტირების თარიღი: 2016-01-28.