შინაარსზე გადასვლა

გრეის ანატომია (ტელესერიალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრეის ანატომია
ჟანრი სამედიცინო დრამა სერაილი
რომანტიკული დრამა
ავტორი შონდა რაიმსი
სცენარი შონდა რაიმსი
მონაწილეობენ ელენ პომპეო
სანდრა ოუ
კეტრინ ჰაიგლი
ჯასტინ ჩემბერსი
ტი არ ნაიტი
ჩანდრა უილსონი
ჯეიმზ პიკენსი. უმ
ისაია ვაშინგტონი
პატრიკ დემპსი
კეიტ უოლში
სარა რამირესი
ერიკ დეინი
კაილერ ლი
ბრუკ სმითი
კევინ მაკკიდი
ჯესიკა კეპშოუ
კიმ რეივერი
სარა დრიუ
ჯესი უილიამსი
კამილა ლადინგტონი
გაიუს ჩარლზი
ჯერიკა ჰინტონი
ტესა ფერერი
კატერინა სკორსონე
კელი მაკკრირი
ჯეისონ ჯორჯი
ჯაკომო ჯანოტი
მარტინ ჰენდერსონი
მთხრობელი ელენ პომპეო და სხვა გმირები
თემის კომპოზიტორი Psapp
მთავარი თემა „Cosy in the Rocket“ (სეზონი 1-7)
ფინალური თემა Cosy in the Rocket“ (ინსტრუმენტული)
კომპოზიტორ(ებ)ი დენი ლუქსი
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 17
ეპიზოდი 373
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი შონდა რაიმსი
ალან ჰეინბერგი
ბეტსი ბირსი
დები ალენი
ჯეიმზ დ. პერიოტი
ჯეინ რენშოუ
ჯეფ რაფნერი
ჯონ რატერი
კენტ ჰოდერი
კრისტა ვერნოფი
მარკ გორდონი
მარკ უილდინგი
მარტი ნოქსონი
ნენსი ბორდსონი
პიტერ ჰორტონი
რობ კორნი
სტეისი მაკკი
სტივ მალჰოლენდი
ტონი ფილენი
უილიამ ჰარპერი
ზოენ კლარკი
პროდიუსერ(ებ)ი ეინ კინდბერგი
ოსტინ გუსმანი
ელიზაბეტ რ ფინჩი
გაბრიელე სტენტონი
ჰარი ვერკსმანი
ჯეფ რეფნერი
ლინდა კლეინი
ლიზა ტეილორი
მარკ ფორმანი
მეგ მარინისი
მიმი შმირი
პიტერ ნოუოლკი
სარა უაითი
სტეისი მაკკი
ტამი ენ კასპერი
ტია ნაპოლიტანო
უილიამ ჰარპერი
ზოენ კლარკი
მონტაჟი ჰერბერტ დეივისი
ოპერატორი სუზან ვეილი
დევიდ გრინსპინი
ედუარდ ორნელასი
ჯასტინ ჩინი
ბრაიანა ლონდონი
სარა ბოიდი
სტეისი კეტსმენი
ბრენდი ბრედბურნი
ბიორნ მირჰოლტი
ხანგრძლივობა 43 წუთი
კომპანია ShondaLand
The Mark Gordon Company
ABC სტუდია
დისტრიბუტორი Disney-ABC Domestic Television
ეთერი
ორიგინალური არხი ABC
ჩვენების ფორმატი 480i
1080i (16:9 HDTV)
აუდიო ფორმატი Stereo
Dolby Digital 5.1
ეთერში 27 მარტი, 2005 (2005-03-27) — დღემდე
რესურსები ინტერნეტში
საიტი

გრეის ანატომიაამერიკული სამედიცინო დრამსერიალი, რომლის პრემიერაც ABC-ის (American Broadcasting Company) ეთერში შედგა 2005 წლის 27 მარტში. სერიალს აქცენტი აქვს გაკეთებული ინტერნების, რეზიდენტებისა და ექიმების გამოგონილ ცხოვრებაზე. ქირურგები ცდილობენ ერთმანეთს შეუთავსონ სამსახურისა და პირადი ცხოვრების ურთიერთობები. სათაური გრეის ანატომია შექმნილია ამავე სახელწოდების წიგნისგან, რომელიც ჰენრი გრეიმ შექმნა და აღწერა ადამიანის სხეულის ანატომია. სერიალში პაციენტების ისტორიები და ოპერაციები სწორედ ამ წიგნის მიხედვით არის შექმნილი. მოქმედება ვითარდება სიეტლში, ასევე გამოგონილ გრეი-სლოუნის კლინიკაში (ყოფილი სიეტლ გრეისი), თუმცა გადაღებები მიმდინარეობს ლოს ანჯელესში, კალიფორნიაში. შოუს სახელწოდება თავიდან "გართულებები" იყო, რაც ქირურგების რთულ სამედიცინო პროცედურებსა და პირადის სიმბოლო იქნებოდა.

სერიალის მსახიობები ბრმა-ფერის კასტინგის ტექნიკით შეირჩა, რამაც ხაზი გაუსვა რასობრივ მრავალფეროვნებას სერიალში. ელენ პომპეო პირველი იყო ვინც მერედით გრეის როლზე ითამაშა და განხილვის გარეშე დაამტკიცეს, სანდრა ოუმ თავიდან მირანდა ბეილის როლი იტამაშა თუმცა მოგვიანებით ქრისტინა იენგის როლზე დაამტკიცეს, სერიალში განხილვის გარეშე დაამტკიცეს კეტრინ ჰაიგლი და ტი არ ნაიტი. ინტერნების რაოდენობა თავიდან ოთხი იყო თუმცა პროდიუსერმა შონდა რაიმსმა დაამტკიცა კიდევ ერთი მსახიობი ჯასტინ ჩემბერსი მეხუთე ინტერნად. სეზონების გადაღებასთან ერთად მსახიობების შემადგენლობამ განიცადა ცვლილებები და მსახიობები ერთმანეთს ანაცვლებდნენ, სიუჟეტის მიხედვით ზოგი დაიღუპა, ზოგიც კი წავიდა. მეხუთე, მეექვსე, მეათე და მეთერთმეტე სეზონის ბოლოს სერიალის დატოვა ოთხმა ორიგინალურმა მსახიობმა, რამაც სერიალის რეიტინგე აისახა. მეთორმეტე სეზონში თექვსმეტი მსახიობი აქედან ოთხ ორიგინალური მსახიობი მონაწილეობდა. 2017 წლის 10 თებერვალს სერიალი მეცამეტე სეზონით და დაბრუნდა ABC-ის არხე, მეთოთხმეტე სეზონის პრემიერა 2017 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

მიუხედავად გრეის ანატომიის ცამმეტი სეზონისა, რომლის ბოლო ორი სეზონის რეიტინგი დაეცა, ის მაინც რჩება ABC-ის ყველაზე რეიტინგული სერიალების ათეულში. გრეის ანატომია 3 ადგილზეა ყველა სამაუწყებლო კომპანიების დრამა სერიალების რეიტინგებს შორის. გრეის ანატომია უკვე კარგად იქნა მიღებული კრიტიკოსების მიერ, ბევრი სატატია დაიწერა როგორც უნიკალური მოვლენა სატელევიზიო სივრცეში. სერიალს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო მათ შორის, 2007 წლის ოქროს გლობუსი საუკეთესო დრამა სერიალისთვის და 26 ემის ნომინაცია ჯილდოსთვის საუკეთესო სერიალი.

სერიალის მთავარი გმირი მერედით გრეი (ელენ პომპეო) არის სახელგანთქმული ზოგადი ქირურგის ელის გრეის ქალიშვილი, რომელიც "სიეტლ გრეის" კლინიკაში რეზიდენტურის პროგრამაშია ჩართული. რეზიდენტურის დროს ის სხვა რეზიდენტებთან ერთად მუშაობს: ქრისტინა იენგი (სანდრა ოუ), იზი სტივენსი (კეტრინ ჰაიგლი), ჯორჯ ომალი (ტი არ ნაიტი) და ალექს კარევი (ჯასტინ ჩემბერსი), რომლებიც მისი მეგობრები და ოჯახის წევრები გახდებიან. ინტერნები ქირურგიული ჯაჭვის ბოლო რგოლს წარმოადგენენ ამიტომ იბრძვიან წარმატების მისაღწევად და თან პირადი ცხოვრების დაბალანსებას. მათი ხელმძღვანელი მირანდა ბეილი (ჩანდრა უილსონი) არის მთავარი რეზიდენტი, რომელიც ინტერნების მუშაობას აკვირდება და ასწავლის მათი პაციენტებთან ურთიერთობას, ოპერაციების გაკეთებას და ა.შ. დერეკ შეფერდი (პატრიკ დემპსი) ნეიროქირურგიის უფროსი, პრესტონ ბერკი (ისაია ვაშინგტონი), კარდიო ქირურგიის უფროსი და რიჩარდ უებერი (ჯეიმზ პიკენსი .უმ) კლინიკის უფროსი, რომელიც სასიყვარულო ურთიერთობაში იყო ელის გრეისთან. კლინიკას მოგვიანებით მოგვიანებით შემოუერთდა ჯექსონ ეივერი (ჯესი უილიამსი) და ეიპრილ კეპნერი (სარა დრიუ), რომელებიც "მერსი უიესტის" კლინიკიდან გადმოვიდნენ მას შემდეგ რაც "სიეტლის გრეის" და "მერსი ვესტის" კლინიკები გაერთიანდნენ მეექვსე სეზონში. ოთხმა მსახიობმა მეექვსე სეზონამდე დატოვეს სერიალი რასაც განხილვა და კრიტიკა მოჰყვა. მსახიობების წასვლის შემდეგ სერიალს შემოუერთდა ორი ახალი მსახიობი ოუენ ჰანტი (კევინ მაკკიდი), რომელიც ტრავმის განყოფილებას ხელმძღვანელობს და არიზონა რობინსი (ჯესიკა კეპშოუ), რომელიც პედიატრიის განყოფილების უფროსია. კალი ტორესი (სარა რამირესი), რომელიც თავიდან რეზიდენტია ხოლო მოგვიანებით ორთოპედიის ქირურგიულ განყოფილებას ხელმძღვანელობს. მარკ სლოუნი (ერიკ დეინი) პლასტიკური ქირურგია, რომელიც დერეკის ახლო მეგობარია. ედისონ მონტგომერი (კეიტ უილში) ახალშობილთა და ფეტალური ქირურგი, დერეკის ცოლი. ტედი ოლტმენი (კიმ რეივერი) კარდეო ქირურგიის უფროსი, ოუენის მეგობარი. ამელია შეფერდი (კატერინა სკორსონე) დერეკის და, ნეიროქირურგი.

სერიალს მოგვიანებით რეზიდენტების სახით შემოუერთდა ლექსი გრეი (კერილ ლი), რომელიც მერედითის ნახევარ დაა და კლნიკიკაში რეზიდენტურის პროგრამას გადის. ლეა მერფი (ტესა ფერერი) და შეინ როსი (გაიუს ჩარლზი) ახალი ინტერნები არიან , რომელიბ მერვე სეზონში შემოუერთდებიან და მეათე სეზონში ტოვებენ სერიალს. სტეფანი ედვარდსი (ჯერიკა ჰინტონი) და ჯო უილსონი (კამილა ლუდინგტონი) რეზიდენტები, რომლებსაც სასიყვარულო ურთიერთობები აქვთ ექიმებთან ალექს კარევთან და ანდრიუ დელუკა (ჯაკომო ჯანოტი). მეგი პირსი (კელი მაკკრირი) მერედითის და ელის გრეის მეორე ქალიშვილია, რომელსაც ენდრიუ დელუკასთან ჰქონდა ურთიერთობა, თუმცა ახალი ექიმის გამოცენის შეემდეგ ინტერესები შეეცვალა და ახალი კარდეოქირურგი ნათან რიგსი (მარტინ ჰენდერსონი) შეუყვარდა, ნათანს კი მერედითი მოსწონს.

შექმნა და განვითარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალის ავტორს შონდა რაიმსს უნდოდა ისეთი სერიალი შეექმნა, რომლის ყურებაც საინტერესო იქნებოდა და ამბობდა, რომ საინტერესო იქნებოდა თუ შექმნიდა სერიალს ჭკვიან ქალებზე, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ ერთმანეთს. როდესაც ჰკითხეს როგორ განავითარებდა სამედიცინო დრამას, რაიმსმა უპასუხა.

მე შეპყრობილი ვიყავი ქირურგიით და ვუყურებდი სატელევიზიო გადაცემებს. მე და ჩემი ხშირად ვურეკავდით ერთმანეთს და ვსაუბრობდით იმ ოპერაციებზე, რომლებსაც Discovey Channel-ზე ვუყურებდით. მედიცინის სამყაროში არის რაღაც მომხიბვლავი—შეგიძლია დაინახო რაღაც რასაც ვერასდროს წარმოიდგენ, მაგალითად მომწონს როდესაც ექიმები მათ სასიყვარულო ისტორიებზე და გატარებულ დღეებზე საუბრობენ როდესაც ოპერაციას აკეთებენ. ამიტომ ABC-იმ მკითხა როგორ დავწერე სხვა სიუჟეტი სადაც საოპერაციო იყო უფრო ბუნებრივი.[1]

სერიალი გავიდა  ABC Entertainment-ის ეთერში, რამაც სტიმული მისცა სერიალს და გადაწყვიტეს სერიალი Boston Legal (ბოსტონის ადვოკატები) შუა სატელევიზიო სეზონებში ჩაენაცვლებინათ გრეის ანატომიით. ფრენსი კალფომგანვითარების აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი ABC Entertainment-ში გააკეთა კომენტარი, რომ ABC ეძებდა განსხვავებულ სამედიცინო შოუს. მან ასევე აღნიშნა, რომ სამედიცინო შოუზე მუშაობა იქნებოდა რთული, მაგრამ იცოდა, რომ ყველა არხს ჰქონდა სამედიცინო გადაცემა. შონდა რაისმა იპოვა გზა როგორ გაეკეთებინა კარგი შოუ გმირები იქნებოდა დასამახსოვრებელი.

შონდა რაიმსს თავდაპირველად გრეის ანატომიის გამოყენება უნდოდა რასიზმთან ბრძოლის შინააღმდეგ. ის ცდილობდა ისეთი სერიალი შეექმნა სადაც რასობრივი მრავალფეროვნება და მაყურებლისთვის მისაღები იქნებოდა. როდესაც პერსონაჟებს ქმნიდნენ თავდაპირველად სცენარის ავტორებს არცერთი პერსონაჟის დახასიათება არ ჰქონდათ შექმნილი წერილობითაც კი, თუმცა იმედი ჰქონდათ რომ პერსონაჟები იქნებოდნენ საუკეთესო და ყველასთვის გასაგები. რაიმსმა განმარტა, რომ თუ არხი არ მიიღებდა მათ შექმნილ პერსონაჟებს ასეთი სახით, მაშინ ის დაფიქრდებოდა სერიალის გაჩერებაზე.ქალების როლები მრავალმხრივ შემუშავდა რადგან ავტორისთვის ქალი როლი მნიშვნელოვანი არის. რაიმსმა იცოდა რასაც აკეთებდა "მინდა სამყარო შევქმნა სადა ქალებს ნამდვილად დაინახავენ". ქალების უმრავლესობა, რომლებიც ტელევიზიით ჩანს მიუღებელია.

შოუს სახელწოდება გრეის ანატომია შემუშავდა ჰენრი გრეის სამედიცინო ჩანაწერების, სახელმძღვანელოსა და პერსონაჟის გვარის მიხედვით.

შემოქმედებითი ჯგუფი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრეის ანატომიის მწარმოებელი კომპანიაა ShondaLand, რომელსაც ასოცირების კონტრაქტი აქვს გაფორმებული The Mark Gordon Company და ABC Studios-სთან (ყოფილი Touchstone Television). შონდა რაიმსი, ბეტსი ბირსი, კრისტა ვერნოფი, მარკ გორდონი და მარკ უილდინგი არიან ორიგინალური აღმასრულებელი პროდიუსერები სერიალის დაწყებიდან დღემდე. მომდევნო სეზონში ჯეიმზ დ. პერიოტი, კენტ ჰოდერი, ნენსი ბორდსონი, პიტერ ჰორტონი და სტივ მალჰოლენდი არიან ასევე აღმასრულებელი პროდიუსერები ალან ჰეიბერგთან ერთად 2006 წლიდან. მერვე სეზონში პროდიუსერები შონდა რაიმსი, ბეტსი ბირსი, კრისტა ვერნოფი, მარკ გორდონი და ალან ჰეიბერგი არიან.

შონდა რაიმსი ყველაზე მიზანდასახული სცენარის ავტორია სერიალში, რაც ხელს უწყობს მას პასუხი გასცეს იმ ხშირ შეკითხვებს, რომელიც Twitter-ის გვერდზე მოსდის ფანებისგან. სცენარის ავტორების სხვა წევრები კრისტა ვერნოფი, მარკ უილდინგი, პიტერ ნოულკი, სტეისი მაკკი, უილიამ ჰარპერი, ზოენ კლარკი, ტონი ფილენი, ჯონ რეტერი და დებორა ქენი არიან. მეშვიდე სეზონში სცენარისტებმა მთავარ საკითხად გრეი აირჩიეს,

სერიალის მოკლე შინაარსი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სეზონი ეპიზოდი გამოსვლის თარიღი
პირველად ეთერში ბოლოს ეთერში
1 9 მარტი 27, 2005 მაისი 22, 2005
2 27 სექტემბერი 25, 2005 მაისი 15, 2006
3 25 სექტემბერი 21, 2006 მაისი 17, 2007
4 17 სექტემბერი 27, 2007 მაისი 22, 2008
5 24 სექტემბერი 25, 2008 მაისი 14, 2009
6 24 სექტემბერი 24, 2009 მაისი 20, 2010
7 22 სექტემბერი 23, 2010 მაისი 19, 2011
8 24 სექტემბერი 22, 2011 მაისი 17, 2012
9 24 სექტემბერი 27, 2012 მაისი 16, 2013
10 24 სექტემბერი 26, 2013 მაისი 15, 2014
11 25 სექტემბერი 25, 2014 მაისი 14, 2015
12 24 სექტემბერი 24, 2015 მაისი19, 2016
13 24 სექტემბერი 22, 2016 მაისი 18, 2017
გრეის ანატომიის აშშ მაყურებელთა რეიტინგი
სეზონი დროის ინტერვალი ეპიზოდების რაოდენობა პრემიერა ფინალი სატელევიზიო სეზონი საერთო

რეიტინგი

18–49 რეიტინგი საერთო ჯამში მაყურებელთა რეიტინგი
გამოსვლის თარიღი მაყურებელი
(მილიონი)
გამოსვლის თარიღი მაყურებელი
(მილიონი)
1
კვირა 22:00 სთ
9
მარტი 27, 2005
16.25
მაისი 22, 2005
22.22 2004–05 No. 9 No. 5 18.46
2 27
სექტემბერი 25, 2005
18.98
მაისი 15, 2006
22.50 2005–06 No. 5 No. 4 19.44
3
ხუთშაბათი 21:00 სთ
25
სექტემბერი 21, 2006
25.41
მაისი 17, 2007
22.57 2006–07 No. 8 No. 3 19.17
4 17
სექტემბერი 27, 2007
20.93
მაისი 22, 2008
18.09 2007–08 No. 10 No. 3 15.92
5 24
სექტემბერი 25, 2008
18.29
მაისი 14, 2009
17.12 2008–09 No. 12 No. 3 14.52
6 24
სექტემბერი 24, 2009
17.03
მაისი 20, 2010
16.13 2009–10 No. 16 No. 6 13.55
7 22
სექტემბერი 23, 2010
14.32
მაისი 19, 2011
9.89 2010–11 No. 31 No. 9 11.41
8 24
სექტემბერი 22, 2011
10.38
მაისი 17, 2012
11.44 2011–12 No. 32 No. 10 10.92
9 24
სექტემბერი 27, 2012
11.73
მაისი 16, 2013
8.99 2012–13 No. 26 No. 10 11.07
10 24
სექტემბერი 26, 2013
9.27
მაისი 15, 2014
8.92 2013–14 No. 15 No. 5 12.12
11
ხუთშაბათი 20:00 სთ
25
სექტემბერი 25, 2014
9.81
მაისი 14, 2015
8.33 2014–15 No. 31 No. 13 11.57
12 24
სექტემბერი 24, 2015
9.55
მაისი 19, 2016
8.19 2015–16 No. 21 No. 8 11.20
13 24
სექტემბერი 22, 2016
8.75 TBA TBA 2016–17
მსახიობი გმირი სეზონები
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
ელენ პომპეო მერედით გრეი მთავარი როლი
სანდრა ოუ ქრისტინა იენგი მთავარი როლი
კეტრინ ჰაიგლი იზი სტივენსი მთავარი როლი
ჯასტინ ჩემბერსი ალექს კარევი მთავარი როლი
ტი არ ნაიტი ჯორჯ ომალი მთავარი როლი
ჩანდრა უილსონი მირანდა ბეილი მთავარი როლი
ჯეიმზ პიკენს, უმცრ. რიჩარდ უებერი მთავარი როლი
ისაია უოშინგტონი პრესტონ ბერკი მთავარი როლი მოწვეული
პატრიკ დემპსი დერეკ შეპარდი მთავარი როლი
კეიტ უოლში ედისონ მონტგომერი მოწვეული მთავარი როლი სპეციალური მოწვევით
ერიკ დეინი მარკ სლოუნი მოწვეული მთავარი როლი
სარა რამირესი კალი ტორესი შემოუერთდა მთავარი როლი
ბროკ სმითი ერიკა ჰანი შემოუერთდა მოწვეული მთავარი როლი3
კერილ ლი ლექსი გრეი მოწვეული მთავარი როლი
კევინ მაკკიდი ოუენ ჰანტი მთავარი როლი
კესიკა კეპშოუ არიზონა რობინსი შემოუერთდა მთავარი როლი
კიმ რეივერი ტედი ოლტმენი მთავარი როლი
სარა დრიუ ეიპრილ კეპნერი შემოუერთდა მთავარი როლი
ჯესი უილიამსი ჯექსონ ეივერი შემოუერთდა მთავარი როლი
ჯეისონ ჯორჯი ბენჯამინ უორენსი შემოუერთდა მოწვეული შემოუერთდა მთავარი როლი
კატერინა სკორსონე ამელია შეფერდი მოწვეული სპეციალური მოწვევით შემოუერთდა მთავარი როლი
კამილა ლადინგტონი ჯო უილსონი შემოუერთდა მთავარი როლი
ჯერიკა ჰინტონი სტეფანი ედუარდსი შემოუერთდა მთავარი როლი
გაიუს ჩარლზი შეინ როსი შემოუერთდა მთავარი როლი
ტესა ფერერი ლეა მერფი შემოუერთდა მთავარი როლი შემოუერთდა
კელი მაკკრირი მეგი პირსი მოწვეული მთავარი როლი
ჯაკომო ჯანოტი ენდრიუ დელუკა მოწვეული მთავარი როლი
მარტინ ჰენდერსონი ნათან რიგსი მთავარი როლი
მარიკა დომინჩიკი ელაიზა მინიკი მოწვეული

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Winfrey, Oprah. (December 2006) Oprah Talks to Shonda Rhimes. O, The Oprah Magazine. Harpo Productions, Inc. ციტირების თარიღი: May 24, 2012.