გორანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გორანების ძირითადი საცხოვრებელი არეალი.

გორანები (თვითსახელრქმევა Goranci [გორანცი]; სერბულხორვატულად და მაკედონურად гора/gora „მთიანეთი“/„მთა“) — ისლამური აღმსარებლობის სლავები, რომლებიც ძირითადად კოსოვოს მთიანეთში სამხრეთდასავლეთით მაკედონიისა და ალბანეთის საზღვარზე ცხოვრობენ.)

გორანთა დასახლების ადგილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორანების უმეტესობა კოსოვოს დრაგაშის (Dragaš) ერთ დიდ თემში, კერძოდ კი მის სამხრეთ ნაწილში ცხოვრობს. ამ ადგილას მცხოვრები გორანები ავტოქტონურ ხალხად ითვლებიან. კოსოვოს ომის შემდეგ - ეუთოს მონაცემების თანახმად - დასახლების მთავარ პუნქტებში გორანთა რაოდენობა 18 500-დან (ბოლო სახალხო აღწერის (1981 წელი) მონაცემები) დაეცა 10 000 პირამდე.

ალბანეთსა და მაკედონიაშიც არის რამდენიმე სოფელი. სავარაუდოდ, დაახლოებით 180 გორანი ოჯახი უნდა ცხოვრობდეს მაკედონიაში. გარდა ამისა, გორანები ცხოვრობენ სერბიასა და ყოფილი იუგოსლავიის სხვა კუთხეებში, ხოლო ასეთთა რიცხვი კი ოფიციალური ბელგრადის შეფასებებით 5000-ზე მეტია. სხვა მონაცემებით, გორანთა რაოდენობა ყველაზე უფრო ხელგაშლილი დათვლის შემთხვევაში 20 000 ადამიანია.

გორანული ენა ?[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორანები ლაპარაკობენ ე.წ. ენაზე, რომელსაც თავად ისინი „გორანსკის“ (Goranski) უწოდებენ. გორანული წარმოადგენს ერთი მხრივ მაკედონურის ჩრდილოური დიალექტებისა და მეორე მხრივ სერბული და ბულგარული ენების საზიარო ტორლაკური დიალექტის სპეციფიკურ ვარიანტს, რომელიც უხვადაა გაჯერებული თურქობის ხანიდან შემორჩენილი ნასესხობებით, ანუ ტურციზმებით.

გორანთა თვითაღქმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორანთა თვითცნობიერება, როგორც ეროვნული უმცირესობისა, არის მეტად სუსტი. XX საუკუნის 60-იან წლებში გორანები თავიანთ თავს თურქებს მიაკუთვნებდნენ. 1971 წელს იუგოსლავიაში გაჩნდა ეთნიკური მუსლიმების, როგორც ცალკე ხალხის ახალი კატეგორია, რომელშიც გააერთიანეს ყველა სლავურ ენაზე მეტყველი მუსლიმი.

სტატუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოსოვოში გორანებს უმცირესობის სტატუსი გააჩნიათ და ადგილობრივ პარლამენტში წარმოდგენილი არიან თავიანთი დელეგატებით. ვოივოდინაში გორანებს ცალკე ეროვნულ ჯგუფად თვლიან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]