შინაარსზე გადასვლა

გოლუბაცის ციხე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოლუბაცის ციხე
სერბ. Голубачки град, Golubački grad
მდებარეობა გოლუბაცი, სერბეთი
ტიპი თავდაცვითი, შერეული
ისტორია
აშენების წელი XIV საუკუნე
მასალა ქვა
გოლუბაცის ციხე — სერბეთი
გოლუბაცის ციხე
გოლუბაცის ციხე ვიკისაწყობში

გოლუბაცის ციხე (სერბ. Голубачки град, Golubački grad; უნგრ. Galambóc vára; ბულგ. Гълъбец; რუმ. Cetatea Golubăț; თურქ. Güvercinlik Kalesi) — შუა საუკუნეების გამაგრებული ქალაქი მდინარე დუნაის სამხრეთ ნაპირზე, რომელიც მდებარეობს 4 კილომეტრით სამხრეთით თანამედროვე ქალაქ გოლუბაციდან, სერბეთი. ბოლოდროინდელი არქეოლოგიური გათხრების შედეგად ციხე აშენდა XIV საუკუნეში, შუა საუკუნეების სერბეთში. ნაგებობის მშენებლობა სამ ეტაპად მიმდინარეობდა.[1] ციხეს აქვს ათი კოშკი, რომელთა უმეტესობა მოედანზეა განთავსებული. კოშკები არ იყო დაკავშირებული ერთმანეთთან, რაც თავდაცვას უფრო რთულს ხდიდა. ციხესიმაგრეში ასევე აღმოჩენილია შუა საუკუნეების სერბული ფრესკები.[1]

მშენებლობის დაწყებამდე ციხესიმაგრის მიმდებარედ რომაული დასახლებები იყო შექმნილი. შუა საუკუნეების განმავლობაში ნაგებობის მიმდებარედ მრავალი ბრძოლა მოეწყო, განსაკუთრებით ოსმალეთის იმპერიასა და უნგრეთის სამეფოს შორის. ციხე ეკავათ თურქებს, ბულგარელებს, უნგრელებს, სერბებსა და ავსტრიელებს. 1867 წელს ციხესიმაგრე სერბ მეფეს, მიჰაილო ობრენოვიჩს გადაეცა. დღესდღეობით გოლუბაცის ციხე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა რეგიონში და მის მიმდებარედ, მდინარე დუნაიზე, ხშირად ეწყობა ნავებს ტური.

ციხესიმაგრემ ისტორიის განმავლობაში 120 შეტევა მოიგერია წარმატებულად.[2]

გოლუბაცის ციხე მდებარეობს ბრანიჩევის ოლქში, სერბეთში რუმინეთის საზღვართან ახლოს და წარმოადგენს რკინის ჭიშკრის ეროვნული პარკის შესასვლელს. იგი სტრატეგიულად მდებარეობს მდინარე დუნაის ნაპირზე.[3][4][5][6] ციხესიმაგრის მიმდებარედ მდინარე დუნაის სიგანე 6.5 კილომეტრს შეადგენს.[7] შუა საუკუნეებში ციხესიმაგრე აშენდა მძლავრი ჯაჭვის შესაქმნელად, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ბაბაკაისთან, კლდესთან, რომელის მდინარის მეორე მხარეს მდებარეობდა.

ციხის სახელი და მის მიმდებარე თანამედროვე ქალაქი შეიძლება ითარგმნოს როგორც „მტრედის ქალაქი“ (გოლუბ - მტრედი). ეს არ არის იშვიათი სახელწოდება სერბულ ტოპონიმიკაში. ციხისთვის ამ სახელის წოდების ზუსტი მიზეზი არ არის ცნობილი და სახელის წარმოშობის მხოლოდ მითები არსებობს. ზოგი წყარო აღწერილობის მეთოდს იყენებს და აღნიშნავს, რომ „კოშკები, როგორც მტრედები ცისკენ მიისწრაფვიან“. ყველაზე პოპულარული და ასევე არარეალური ამბავია ისტორია სერბი გოგონის, სახელად გოლუბანას შესახებ. ლეგენდის თანახმად გოგონა ადგილობრივ თურქ ფაშას შეუყვარდა. გოგონამ თურქის შეთავაზებულ ყველანაირ წინადადებასა და სიმდიდრეზე უარი განაცხადა, რადგან სერბი კაცი უყვარდა. გაბრაზებულმა ფაშამ გოლუბანა ნავში ჩასვა, დააპატიმრა და ერთადერთ კონუსურად გადახურულ კოშკში დაატყვევა ან მიამაგრა მდინარის ზემოთ მდებარე კლდეზე და იქ დატოვა მანამ, სანამ მოკვდებოდა.[7]

გოლუბაცის ციხე რეკონსტრუქციის შემდეგ, 2019 წლის ივლისი

გოლუბაცის ციხე შეგება სამი ძირითადი ნაწილისგან, რომლებიც საერთო ჯამში მოიცავენ 9 კოშკს და 2 სასახლეს, რომლებიც შემოსაზღვრულნი არიან 2-3 მეტრის სისქის კედლებით.[5][6]

როგორც მრავალი ციხესიმაგრის შემთხვევაში ხდება, გოლუბაკის სტრუქტურა დროთა განმავლობაში შეიცვალა. წლების განმავლობაში მხოლოდ ხუთი კოშკი იყო. მოგვიანებით კი, კიდევ ოთხი დაემატა.[5][8] კოშკები აშენდა მოედანზე, ერთმანეთთან კავშირის გარეშე, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ამ პერიოდში ბრძოლები კვლავ ცივი იარაღით მიმდინარეობდა. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემდეგ, თურქებმა დასავლეთის კოშკები გაამაგრეს ქვემეხის პორტებით და პოლიგონალური ან ცილინდრული ნასვრეტებით, რომელთა სისქე 2 მეტრს შეადგენდა.[6] 1481 წელს, უნგრელების დარბევის შემდეგ,[9] მათ ააშენეს ბოლო კოშკი.[5]

გოლუბაკის ციხის ასაკისა და ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ის ტურიზმისთვის მნიშვნელოვანი ადგილია. რკინის ჭიშკრის ხეობის დასაწყისში მდებარეობის გამო მას სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა და ციხესიმაგრეში მყოფებს შეეძლოთ მდინარეში გადაადგილებები ეკონტროლებინათ.[5][6][10] გოლუბაკის ციხე გამოცხადდა განსაკუთრებული მნიშვნელობის კულტურულ უძრავ ძეგლად 1979 წელს და მას იცავს სერბეთის რესპუბლიკა.

ბელგრადის ციხესიმაგრესთან ერთად ის არის ერთადერთი კულტურული ძეგლი სერბეთში, რომელსაც აქვს საკუთარი ადმინისტრაცია - სახელმწიფო კომპანია, რომელიც სპეციალურად ციხის ფუნქციონირებისათვის შეიქმნა.[11]

  1. 1.0 1.1 https://www.nationalgeographic.rs/vesti/13474-uskoro-otvaranje-kapija-nova-istrazivanja-promenila-saznanja-o-golubackoj-tvrdjavi.html
  2. Mirjana Nikić (19 April 2019). „Неосвојива Ђердапска капија“ [Unconquered Đerdap gate]. Politika-Moja kuća (სერბული). p. 1.
  3. Golubac. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-09. ციტირების თარიღი: 2021-04-22.
  4. Golubac. Serbia National Association of Travel Agencies. ციტირების თარიღი: 2007-03-23
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Hitchcock, Don. (2004-12-13) Golubac. ციტირების თარიღი: 2007-01-28
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Belovukovic, Katarina. Golubacki Grad - Festung aus dem 13. Jahrhundert de. BEO-BOOKS: Bücher aus Serbien. ციტირების თარიღი: 2007-01-28
  7. 7.0 7.1 Dragoljub Stevanović (30 September 2018). „Крузери под Голубачком тврђавом - Легенде уз мед и вино“ [Cruisers under the Golubac Fortress - Legends with honey and wine]. Politika-Magazin, No. 1096 (სერბული). pp. 20–21.
  8. Monumental Heritage of the Smederevo and Braničevo Region. Regional Institute for Protection of Cultural Monuments in Smederevo, Serbia. Project Rastko (2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-21. ციტირების თარიღი: 2007-03-29
  9. Harmankaya, Kaan. (2002)Die Familie Mihaloglu - Harmankaya de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-19. ციტირების თარიღი: 2007-03-29
  10. Imber, Colin (July 2006). „Introduction“, The Crusade of Varna, 1443-45 (PDF), Ashgate Publishing, გვ. 23–26. ISBN 0-7546-0144-7. 
  11. Andrijana Cvetićanin (14 January 2018). „Zanimljiva Srbija: Golubački grad - Bele kule na Dunavu“ [Interesting Serbia: Golubac Fortress - White towers on the Danube]. Politika-Magazin, No. 1059 (სერბული). pp. 20–21.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გოლუბაცის_ციხე“-დან