შინაარსზე გადასვლა

გმირი ქალაქები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გმირი ქალაქის — ლენინგრადის ობელისკი, ამბოხებულთა მოედანი, სანქტ-პეტერბურგი

გმირი ქალაქები (რუს. город-герой, gorod-geroy, უკრ. місто-герой, misto-heroy, ბელარ. горад-герой, horad-heroy) — საბჭოთა უმაღლესი საპატიო წოდება, რომელიც მიკუთვნებული აქვს სსრკ-ის 12 ქალაქს, მეორე მსოფლიო ომში გამოჩენილი გმირული თავდაცვისთვის.[1] მათ გარდა, ბრესტის ციხესიმაგრესაც აქვს მინიჭებული გმირი ციხესიმაგრის წოდება. ამჟამად, ამ ცამეტიდან ოთხი უკრაინის, მინსკი და ბრესტის ციხესიმაგრებელარუსის, ხოლო დანარჩენი კი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.

პირველი ქალაქები, რომელთაც გმირი ქალაქების წოდება მიიღეს, იყვნენ: ლენინგრადი, სტალინგრადი, სევასტოპოლი და ოდესა. მათ ეს წოდება უმაღლესმა მთავარსარდალმა იოსებ სტალინმა მიანიჭა 1945 წლის 1 მაისს.[2] კიევს ეს წოდება სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით 1961 წლის 21 ივნისს მიენიჭა.[3] საპატიო წოდება „გმირი ქალაქი“ მიიღეს 1965 წლის 8 მაისს, მას შემდეგ რაც, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა, თავისივე ბრძანების საფუძველზე, დაამტკიცა დებულება უმაღლესი ხარისხის წოდების — გმირი ქალაქის მიღების თაობაზე.[4] ამავე დღეს ლენინგრადს, ვოლგოგრადს, სევასტოპოლს, ოდესას, კიევს, მოსკოვსა და ბრესტის ციხესიმაგრეს გადაეცათ „ოქროს ვარსკვლავის“ მედლები, ასევე მოსკოვს გმირი ქალაქის, ხოლო ბრესტის ციხესიმაგრეს გმირი ციხესიმაგრის წოდება მიენიჭათ.

დებულებაში წოდების შესახებ წერია:

ვიკიციტატა
„1. წარჩინების უმაღლესი ხარისხი — გმირი ქალაქის წოდება ენიჭებათ საბჭოთა კავშირის ქალაქებს, რომლებმაც დიდ სამამულო ომში გამოიჩინეს მასობრივი გმირობა და სიმამაცე სამშობლოს დაცვისათვის.

<…>

3. ქალაქი, რომელსაც მიენიჭება წარჩინების უმაღლესი ხარისხი — გმირი ქალაქის წოდება: ა) გადაეცემა სსრკ-ის უმაღლესი ჯილდო — ლენინის ორდენი და ოქროს ვარსკვლავი; ბ) სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადასცემს სიგელს.

<…>

6. გმირი ქალაქის დროშაზე უნდა იქნეს გამოსახული ლენინის ორდენი და ოქროს ვარსკვლავი.

<…>

7. გმირ ქალაქში უნდა აღიმართოს ობელისკი ლენინის ორდენისა და ოქროს ვარსკვლავის გამოსახულების, ასევე მასზე უნდა იქნეს დაწერილი სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანების ტექსტი.

გმირი ქალაქები და გმირი ციხესიმაგრე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქვეყანა გმირი ქალაქი წოდების მინიჭების თარიღი
1 დროშა: რუსეთი რუსეთი ლენინგრადი (თანამედროვე სანქტ-პეტერბურგი) 8 მაისი, 1965
2 დროშა: უკრაინა უკრაინა ოდესა 8 მაისი, 1965
3 დროშა: უკრაინა უკრაინა სევასტოპოლი 8 მაისი, 1965
4 დროშა: რუსეთი რუსეთი ვოლგოგრადი (1961 წლამდე სტალინგრადი) 8 მაისი, 1965
5 დროშა: უკრაინა უკრაინა კიევი 8 მაისი, 1965
6 დროშა: ბელარუსი ბელარუსი ბრესტის ციხესიმაგრე (გმირი ციხესიმაგრე) 8 მაისი, 1965[5]
7 დროშა: რუსეთი რუსეთი მოსკოვი 8 მაისი, 1965
8 დროშა: უკრაინა უკრაინა ქერჩი 14 სექტემბერი, 1973
9 დროშა: რუსეთი რუსეთი ნოვოროსიისკი 14 სექტემბერი, 1973
10 დროშა: ბელარუსი ბელარუსი მინსკი 26 ივნისი, 1974
11 დროშა: რუსეთი რუსეთი ტულა 7 დეკემბერი, 1976
12 დროშა: რუსეთი რუსეთი მურმანსკი 6 მაისი, 1985
13 დროშა: რუსეთი რუსეთი სმოლენსკი 6 მაისი, 1985
  1. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია — გმირი ქალაქები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-13. ციტირების თარიღი: 2021-01-20.
  2. Сталин И. В Cочинения. т. 15. — М.: «Писатель», 1997. — стр. 218–221. Приказ Верховного Главнокомандующего от 1 мая 1945 года, №20.
  3. Указе Президиума ВС СССР Об учреждении медали «За оборону киева» от 21 июня 1961 года
  4. Положении о почетном звании «Город-Герой», утвержденном Указом Президиума Верховного Совета СССР от 8 мая 1965 года (Ведомости Верховного Совета СССР, 1965, N 19, ст. 248, пункт 7.)
  5. Указ Президиума ВС СССР от 8.05.1965 № 3573-VI