გიორგი სხირტლაძე
გიორგი სერგოს ძე სხირტლაძე (დ. 9 ნოემბერი (ან სექტემბერი), 1932, მთისკალთა, ახლანდელი ონის მუნიციპალიტეტი — გ. 25 მარტი, 2008, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1960 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი და 1966 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი. ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი (1960, რომი),[1] ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (1956, მელბურნი), მსოფლიოს ჩემპიონი (1959, თეირანი), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (1957, სტამბოლი), მსოფლიო თასის გათამაშების ვიცე-ჩემპიონი (1958), სსრკ ხალხთა I სპარტაკიადის ჩემპიონი (1956), სსრკ ხალხთა II სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი (1959), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1954, 1957, 1960), სსრკ ვიცე-ჩემპიონი (1953). შვედეთის, უნგრეთის, აშშ-ის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. საპატიო ნიშნის ორდენის კავალერი. სკკპ წევრი 1961 წლიდან.
1956 წლის 1 სექტემბერს სპორტის განვითარების საქმეში აქტიური მონაწილეობისა და სსრ კავშირის 1956 წლის ხალხთა სპარტაკიადაზე მაღალი სპორტული მიღწევებისათვის დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.[2]
ძირითადი შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 631.
- ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 103, თბ., 2013.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგი სხირტლაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი სხირტლაძე — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი სხირტლაძე — ქართული სპორტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ XVII ოლიმპიური თამაშები 1960, 25 აგვისტო — 11 სექტემბერი. რომი, იტალია.. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2022
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება // „ლელო“, 05 სექტემბერი, 1956, № 73 (983), გვ. 1.