შინაარსზე გადასვლა

გიორგი სხირტლაძე

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგი სერგოს ძე სხირტლაძე (დ. 9 ნოემბერი (ან სექტემბერი), 1932, მთისკალთა, ახლანდელი ონის მუნიციპალიტეტი — გ. 25 მარტი, 2008, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960).

1960 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი და 1966 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი. ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი (1960, რომი),[1] ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (1956, მელბურნი), მსოფლიოს ჩემპიონი (1959, თეირანი), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (1957, სტამბოლი), მსოფლიო თასის გათამაშების ვიცე-ჩემპიონი (1958), სსრკ ხალხთა I სპარტაკიადის ჩემპიონი (1956), სსრკ ხალხთა II სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი (1959), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1954, 1957, 1960), სსრკ ვიცე-ჩემპიონი (1953). შვედეთის, უნგრეთის, აშშ-ის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. საპატიო ნიშნის ორდენის კავალერი. სკკპ წევრი 1961 წლიდან.

1956 წლის 1 სექტემბერს სპორტის განვითარების საქმეში აქტიური მონაწილეობისა და სსრ კავშირის 1956 წლის ხალხთა სპარტაკიადაზე მაღალი სპორტული მიღწევებისათვის დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.[2]

წელი ტურნირი მასპინძელი წონითი კატეგორია ადგილი
1956 ზაფხულის XVI ოლიმპიური თამაშები
მელბურნი, ავსტრალია
-79 კგ 3rd
1957 მსოფლიო ჩემპიონატი
სტამბოლი, თურქეთი
-79 კგ 2nd
1959 მსოფლიო ჩემპიონატი
თეირანი, ირანი
-79 კგ 1st
1960 ზაფხულის XVII ოლიმპიური თამაშები
რომი, იტალია
-79 კგ 2nd
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 631.
  • ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 103, თბ., 2013.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]