გიორგი ობრეტენოვი
გიორგი ობრეტენოვი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1849 წელი < რუსე, თანამედროვე ბულგარეთი |
გარდაცვალების თარიღი |
1876 წლის 10 მაისი, ბულგარეთი |
გიორგი ობრეტენოვი (ბულგ. Георги Тихов Обретенов) — ბულგარელი რევოლუციონერი, ყველაზე ცნობილი 1876 წლის აპრილის აჯანყებაში მონაწილეობის გამო.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გიორგი ობრეტენოვი, ტონკა ობრეტენოვას ყველაზე ახალგაზრდა შვილი, დაიბადა 1849 წლის შემდგომ პერიოდებში. იგი სწავლობდა რუსეს საკლასო სკოლაში და მომდევნო პერიოდებში, მამამისს დაეხმარა ბიზნესის წარმოებაში ჩრდილოეთ დონბუჯას სოფელ ისაკჩაში. 1870 წლის გაზაფხულზე, გიორგი მიიღეს ოდესის იუნკრების სკოლაში.
იმ მიზნით, რომ მონაწილეობა მიეღო 1875 წლის სტარა ზაგორას აჯანყებისთვის ნიადაგის მომზადებაში, გიორგი დაბრუნდა რუსეში და შეუერთდა რაზმების მზადებას ველიკო-ტარნოვოში. აჯანყების ჩაშლის შემდგომ კი წავიდა რუმინეთში.
ჯურჯუს რევოლუციურმა კომიტეტმა დააფასა გიორგი ობრეტენოვის სამზადისი და ის გააგზავნა სლივენის რეგიონში, როგორც სამხედრო ინსტრუქტორი და როგორც ილარიონ დრაგოსტინოვის მომხრე ასისტენტი. ობრეტენოვმა სლივენში, იარაღთან ერთად, წაიღო ზოგიერთი რევოლუციური პროკლამაცია, შინაგანაწესის წესები, დროშა და ჰრისტო ბოტევისა და სტეფან სტამბოლოვის შთამაგონებელი პოეზია.
დრაგოსტინოვმა და ობრეტენოვმა სხვადასხვა მარშრუტი აირჩიეს სლივენის მიმართულებით. დრაგოსტინოვმა იმოგზაურა სვიშტოვისა და არბანასის გავლით იმ მიზნით, რომ საკუთარ მშობლებსა და ნათესავებს დამშვიდობებოდა. ობრეტენოვის მარშრუტი რუსეს დასახლებაზე გადიოდა. ბალკანეთის მთების გადალახვის შემდგომ, იგი დარჩა მღვდელ სტეფანთან ტვარდიჩაში და სახიფათო ბარგი გადამალა ადგილობრივი ეკლესიის საკურთხეველში. შემდეგ, გიორგიმ სოფელ კორტენისკენ აიღო გეზი, რათა ადგილობრივი რევოლუციური კომიტეტის ლიდერს, გიორგი კოლევს სტუმრებოდა, რომელიც დაეხმარა ხორბლის პარკში გახვეული ნივთების გადამალვაში. ისინი ერთად ჩავიდნენ სლივენში.
ორივე მათგანის ჩამოსვლამ ახალი იმპულსი შესძინა სლივენში მზადების პროცესს, თუმცა მათ თავი ვერ გაართვეს კონსენსუსის მიღწევას ადგილობრივ აქტივისტებთან ტაქტიკების თვალსაზრისით. ადგილობრივების გეგმა რაზმების მზადებისთვის კურსის აღება იყო, რომლებიც წარმართავდნენ ოპერაციებს ბალკანეთის მთებში, ქალაქში რევოლუციური პროცესების გამოწვევის გარეშე. ეს თვალსაზრისი დომინირებდა და კვალი დატოვა მთელს მოსამზადებელ სამუშაოზე, ისევე როგორც მოგვიანებით, აჯანყების დიაპაზონსა და ძალაზე სლივენის ოლქის მასშტაბით.
სამხედრო ინსტრუქტორმა გიორგი ობრეტენოვმა სლივენში ჩაიტანა თანამედროვე იარაღი და იარაღის შესახებ მითითებები გასცა ჯურჯუს დატოვებამდე. გიორგიმ დაწერა, რომ ყველა მეამბოხეს უნდა ჰქონოდა რევოლვერი 200 ტყვიის, ხოლო თოფი 250 ტყვიის მარაგით და, ასევე, დანით ყოფილიყო შეიარაღებული. გარდა ამისა, თითოეულ მათგანს უნდა ეტარებინა ორი მჭიდი ტყვიების შესანახად. ეჭვგარეშეა, რომ ობრეტენოვი ცდილობდა ეს მოთხოვნები გაევრცელებინა მეორე რევოლუციური რეგიონის ყველა მაცხოვრებელზე. იგი მებრძოლებს აწვდიდა სამხედრო მოქმედებების შესახებ ზეპირ ინსტრუქციებს, თუმცა არაფერი დაუწერია ფურცელზე. არსებობს ინფორმაცია, რომ რევოლუციური კომიტეტის ლიდერებმა იზრუნეს რუმინეთიდან თანამედროვე იარაღით სლივენის მომარაგებაზე. ისინი ქმნიდნენ ფონდებს მეამბოხეთა სამოყვარულო შემოწირულობებისგან.
ობრეტენოვმა სლივენში ჩამოიტანა მისი დებისგან (პეტრანა და ანასტასია) შეკერილი დროშები. აქედან გამომდინარე, სლივენელმა რევოლუციონერებმა მიიჩნიეს, რომ საჭირო აღარ იყო საკუთარი დროშის დამზადება.
მეამბოხეთა ჯგუფის ლიდერებმა (ილარიონ გრადოსტინოვი, სტოილ ვოივოდა, გიორგი ობრეტენოვი და გიორგი დრაჟევი), რომლებიც შეიკრიბნენ „კუშ ბუნარზე“, გადაწყვიტეს, რომ მოქმედებაში მოეყვანათ მიღებული გეგმა და ენახულათ კოტელის მახლობლად მდებარე ბალკანეთის სოფლები. ასევე, ჯგუფი შეთანხმდა, რომ აჯანყება დაეწყო, მცირე რაოდენობით ადამიანების მონაწილეობის მიუხედავად.
ჯგუფი ცდილობდა საკვები მარაგების შევსებას ნეიკოვოში დაბრუნების დროს, თუმცა მეამბოხეთა რაზმებს დაუპირისპირდნენ ოსმალეთის იმპერიის რეგულარული და არარეგულარული ბაში-ბაზუკის ჯარები, ისევე როგორც ჩერქეზების კავალერია. უკან დაბრუნებისას, მოწინააღმდეგე მხარეებს შორის გაიმართა ბრძოლა, რა დროსაც ობრეტენოვი სასიკვდილოდ დაიჭრა. 1876 წლის 10 მაისს, გიორგი ობრეტენოვმა გააცნობიერა რა ყოველივე ეს, თვითმკვლელობას მიმართა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Божинов, П. (2000). Кой кой е сред българите XV–XIX (Bulgarian). София.
- Bozhinov, P. (2000). Who is who among Bulgarians, 15th–19th century (Bulgarian). Sofia.
- Косев, К. (2001). Априлското въстание в съдбата на българския народ (Bulgarian). София.
- Kosev, K. (2001). The April uprising in the fate of the Bulgarian people (Bulgarian). Sofia.
- Митев, Й. (1981). История на Априлското въстание 1876 том 1 (Bulgarian). София.
- Mitev, Y. (1981). History of the April uprising of 1876, volume 1 (Bulgarian). Sofia.